დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დროებითი დებულების, სტრუქტურისა და მისი დაქვემდებარების ორგანიზაციების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 913 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
მიღების თარიღი | 06/12/1991 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 12, 31/12/1991 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/12/1991 - 27/03/1995)
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №913 1991 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დროებითი დებულების, სტრუქტურისა და მისი დაქვემდებარების ორგანიზაციების ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თანდართული დროებითი დებულება, სტრუქტურა და მისი დაქვემდებარების ორგანიზაციების ნუსხა. 2. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აპარატის მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობა 155 ერთეულით (შენობების დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარეშე) 1.553.0 ათასი მანეთი წლიური შესანახი ხარჯებით, მათ შორის 943,3 ათასი მანეთი - შრომის ანაზღაურების ფონდით. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 26 ივლისის № 343 დადგენილება „საქართველოს სსრ სახალხო განათლების მართვის ორგანიზაციისა და სტრუქტურის შესახებ“.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი ა. ლანდია
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აპარატის სტრუქტურა
სამმართველოები: სასწავლო დაწესებულებათა სამმართველო; პროფესიულ-ტექნიკური განათლების სამმართველო; ეკონომიკური სამმართველო; საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო; სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სამმართველო; პრესისა და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველო; ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და სამხედრო მომზადების სამმართველო; დამოუკიდებელი განყოფილებები: კადრების განყოფილება; საგარეო ურთიერთობის განყოფილება; სარევიზიო-საკონტროლო განყოფილება; კაპიტალური მშენებლობის, სოციალური ბაზის განვითარებისა და საწარმოო-ტექნიკური განყოფილება; საქმეთა მმართველობა; მეორე განყოფილება; იურიდიული განყოფილება.
რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციები
სასწავლო დაწესებულებათა სახელმწიფო ინსპექცია რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი სამეცნიერო-საწარმოო სასწავლო გაერთიანება „ინფორმატიკა“ გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრი.
საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დროებითი დებულება
1. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“), რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, არის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს რესპუბლიკის განათლების სისტემას, ახორციელებს ამ სფეროში კორდინაციასა და კონტროლს, არის იურიდიული პირი. სამინისტროს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და აღნიშნულია სამინისტროს სახელწოდება. სამინისტრო პასუხს აგებს მმართველობის დაკისრებულ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის. 2. სამინისტრო მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მის სისტემაში შემავალი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციებისათვის. 3. სამინისტროს სისტემა მოიცავს განათლების სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების განათლების მართვის ადგილობრივ ორგანოებს, მათი დაქვემდებარების და სამინისტროს უშუალო დაქვემდებარების სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებს, გაერთიანებებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს. 4. სამინისტროს ამოცანაა: რესპუბლიკის განათლების კანონის შესაბამისად და უწყვეტი განათლების ეროვნული კონცეფციის საფუძველზე უზრუნველყოს: – რესპუბლიკაში განათლების დარგში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემუშავება და გატარება, განათლების სისტემის განვითარების პერსპექტივების პროგნოზირება და დაგეგმვა; – ყოველმხრივი დემოკრატიზაციის საფუძველზე რესპუბლიკაში უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მოქალაქეთა განათლების უფლება განათლების ყველა საფუძველზე, სკოლამდელი დაწესებულებებიდან კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტების ჩათვლით; – განათლების სისტემის სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავება-დამტკიცება და მათში საჭირო ცვლილებების შეტანა; – სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შინაარსის სრულყოფისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარება განათლების ყველა საფეხურზე, მის სისტემაში მომუშავე სპეციალისტთა პროფესიული მომზადება და გადამზადება; – პედაგოგიური კადრების რაციონალური გამოყენება, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ორგანიზაცია; – სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაცია დაქვემდებარებულ უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში; – განათლებისა და მეცნიერების დარგში საერთაშორისო თანამშრომლობა ამ სფეროში დადგენილი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად; – სამინისტროს დაქვემდებარებული სასწავლო-აღმზრდელობითი და სამეცნიერო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარების ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება. 5. სამინისტრო მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისას ხელმძღვანელობს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით. 6. სამინისტრო მასზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად: – შეიმუშავებს და რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსა და რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს, პროექტებს განათლების სისტემის შემდგომში განვითარების, მისი სრულყოფის, პერსპექტიული გეგმების თაობაზე; – კოორდინაციას უწევს განათლების სფეროში რესპუბლიკის სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას; – დადგენილი წესით განსაზღვრავს იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხას, რომლის შესაბამისად ხორციელდება სპეციალისტების მომზადება და გადამზადება განათლების სისტემის საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ, საშუალო სპეციალურ, უმაღლეს სასწავლებლებში, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ქსელში; – რესპუბლიკის მთავრობაში, დადგენილი წესით, შეაქვს წინადადებანი უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტების, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლების ტერიტორიული ქვედანაყოფების გახსნისა და გაუქმების შესახებ; – ხსნის და აუქმებს სკოლამდელ, ინტერნატულ, სკოლის გარეშე დაწესებულებებს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, მცირე საწარმოებს, ახდენს მათ რეორგანიზაციას; – ატარებს მის დაქვემდებარებაში არსებული სასწავლებლებისა და სამეცნიერო დაწესებულებათა სახელმწიფო ატესტაციას; – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ლიცენზიებს გასცემს არასახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებს; – ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების ტიპურ (სანიმუშო) და დაქვემდებარებული უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების დებულებებს თვით სასწავლებლების წარდგინებით; – უმაღლესი სასწავლებლების საბჭოსთან და პედაგოგიურ კოლექტივებთან ერთად შეარჩევს და რესპუბლიკის პრეზიდენტს წარუდგენს კანდიდატურებს უმაღლესი სასწავლებლების რექტორების თანამდებობზე დასანიშნავად; – ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს დაქვემდებარების უმაღლესი სასწავლებლების პრორექტორებს (რექტორების წარდგინებით), ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებების გამგეებს (პრეფექტებთან შეთანხმებით), საშუალო სპეციალური სასწავლებლების დირექტორებს, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების დირექტორებს (გამგეებს), პრეფექტებთან შეთანხმებით, ინტერნატული და სკოლისგარეშე დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების (საქალაქო და რაიონული განათლების განყოფილებების წარდგინებით), რესპუბლიკის ბიუჯეტზე არსებული ცენტრალიზებული ბუღალტრებისა და სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების მთავარ ბუღალტრებს, უშუალოდ სამინისტროს დაქვემდებარების დაწესებულებების ხელმძღვანელებს; – შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში მიღების წესებს; ამტკიცებს ძირითად სასწავლო დისციპლინებში სამინისტროს სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოებს; – ამოწმებს მის დაქვემდებარებაში შემავალ სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების, განათლების მართვის ორგანოების საქმიანობას, სწავლების ხარისხს, პროფესორ-მასწავლებელთა, პედაგოგთა და სახალხო მეურნეობის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების დონეს, ახდენს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისა და სპეციალისტთა მომზადების ხარისხის სახელმწიფო შეფასებას; – შეიმუშავებს და ამტკიცებს თავისი სისტემის სასწავლო, სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემის გეგმებს, სამინისტროს გრიფს აკუთვნებს სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სახელმძღვანელოებს; – გამოსცემს სამეცნიერო, სამეცნიერო-მეთოდურ ჟურნალებსა და განათლების პროფილის გაზეთებს რესპუბლიკაში რეგისტრაციის დადგენილი წესის შესაბამისად; – კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს დაქვემდებარებული უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, ამ სფეროში დასახული გეგმების შესრულებას და მათ პრაქტიკულ გამოყენებას; – წარმართავს სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას დაქვემდებარებულ უმაღლეს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ასპირანტურასა და დოქტორანტურაში; – ამუშავებს მის დაქვემდებარებაში შემავალი სასწავლო დაწესებულებების შენობების ტიპურ და ინდივიდუალურ პროექტებს, ასრულებს დაქვემდებარებული სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების გენერალური დამკვეთის ფუნქციას, ამარაგებს სასწავლო დაწესებულებებს სასწავლო-ლაბორატორიული მოწყობილობებით და სხვა მატერიალური რესურსებით; – დადგენილი წესით აფინანსებს რესპუბლიკურ ბიუჯეტზე არსებულ თავისი დაქვემდებარების სასწავლო-აღმზრდელობით, სკოლისგარეშე და სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, ხელმძღვანელობს მათ ფინანსურ საქმიანობას; – პროფკავშირებთან, დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ახორციელებს ღონისძიებებს მის დაქვემდებარებაში შემავალი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების თანამშრომელთა და სტუდენტთა საბინაო და სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად; – არსებული წესის საფუძველზე აჯილდოებს მოწინავე მუშაკებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენს სისტემის მოწინავე მუშაკებს; – დადგენილი წესით ახორციელებს განათლების სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებთან საერთაშორისო კავშირებს. 7. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით. მინისტრის წარდგინებით მის მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. განათლების მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე. საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი: – პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის; – ანაწილებს ფუნქციებს მინისტრის მოადგილეთა შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; – განსაზღვრავს მოადგილეთა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებებსა და მოვალეობებს; – ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს, აგრეთვე მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. – გამოსცემს ბრძანებებს და ამტკიცებს ინსტრუქციებს; – უფლებამოსილია სამინისტროს ნომენკლატურაში შემავალ თანამდებობაზე მომუშავე, პირებს დაადოს დისციპლინური სასჯელი. 8. სამინისტროში მინისტრის თავმჯდომარეობით იქმნება კოლეგია 15 წევრის შემადგენლობით. კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობას, მინისტრის წარდგინებით, ამტკიცებს და შეაქვს მასში ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. 9. სამინიტროს სტრუქტურას, დებულებას და მუშაკთა ზღვრულ რაოდენობას, მინისტრის წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. |
დოკუმენტის კომენტარები