საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.017481
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
53
08/07/2024
ვებგვერდი, 09/07/2024
010240030.22.034.017481
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/07/2024 - 27/01/2025)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №53

2024 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 15 ივლისიდან.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უზრუნველყოს სასწავლო ცენტრის (სამმართველო) ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების დასრულება არაუგვიანეს 2024 წლის პირველი ნოემბრისა.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ – სასაზღვრო პოლიცია) სასწავლო ცენტრში (სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე (შემდგომ – პროგრამა) ჩარიცხვის წესი ადგენს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ჩარიცხვის, მათ მიერ პროგრამების გავლისა და მათი შეფასების ძირითად პირობებსა და პროცედურებს.


მუხლი 2.  პროგრამის მიზანი
1. პროგრამის მიზანია სასაზღვრო პოლიციის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა, მოსამსახურეების მიერ პროფესიული მოვალეობის ჯეროვანი შესრულებისთვის აუცილებელი უნარების/კომპეტენციების განვითარება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

2. პროგრამა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

ა) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გადამზადება;

ბ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლება.

მუხლი 3. პროგრამის შემუშავება

1. პროგრამა შეიძლება შედგებოდეს თეორიული ან/და პრაქტიკული კომპონენტისგან.

2. პროგრამას ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი,  სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) წარდგინებით, ასევე, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს პროგრამის გავლასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების მიზნით.

3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პერიოდული გადამზადების გეგმას შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრი (სამმართველო) სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით.

მუხლი 4. პროგრამაზე ჩარიცხვა

1. პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სიას, სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიმართვის საფუძველზე, ადგენს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრთან (სამმართველო) კოორდინაციით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატთა სიას, სასაზღვრო პოლიციის  ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის  სასწავლო ცენტრს (სამმართველო).

3. პროგრამაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატთა სასაზღვრო პოლიციის  სასწავლო ცენტრში (სამმართველო) მსმენელებად ჩარიცხვა ხორციელდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით.

მუხლი 5. პროგრამის გავლა და შეფასება

1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია პროგრამის გავლის პერიოდში დაემორჩილოს შესაბამის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს.

2. პროგრამაზე ჩარიცხული სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის საბოლოო შეფასება შეიძლება მოხდეს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმებით, მათ შორის,  ტესტირების მეშვეობით.

3. პროგრამის გავლისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შეფასების წესი და კრიტერიუმები განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციის უფროსის შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრი (სამმართველო).

4. პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს გადაეცემა სერტიფიკატი.

5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ პროგრამის გავლის შედეგები ეცნობება მის წარმდგენ სტრუქტურულ ერთეულსა და სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს.

6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან შესაბამისი პროგრამის  წარუმატებლად გავლის გამო, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტი პირდაპირ ითვალისწინებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის  დათხოვნას ასეთ შემთხვევებში.