„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2025
ძალაში შესვლის თარიღი 27/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.017534
5
27/01/2025
ვებგვერდი, 28/01/2025
010240030.22.034.017534
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №5

2025 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 8 ივლისის №53 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/07/2024, 010240030.22.034.017481) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესი თანდართული რედაქციით.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე ჩარიცხვის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ – სასაზღვრო პოლიცია) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე/პროგრამაზე (შემდგომ – პროგრამა) ჩარიცხვის წესი ადგენს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ჩარიცხვის, მათ მიერ პროგრამების გავლისა და მათი შეფასების ძირითად პირობებსა და პროცედურებს.“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამას ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) წარდგინებით, ასევე, გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს პროგრამის გავლასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების მიზნით.

3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პერიოდული გადამზადების გეგმას შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო) სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. პროგრამაზე ჩარიცხვა

1. პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სიას, სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიმართვის საფუძველზე, ადგენს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრთან (მთავარი სამმართველო) კოორდინაციით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატთა სიას, სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრს (მთავარი სამმართველო).

3. პროგრამაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კანდიდატთა სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) მსმენელებად ჩარიცხვა ხორციელდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით.“;

ე) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის გავლისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შეფასების წესი და კრიტერიუმები განისაზღვრება სასაზღვრო პოლიციის უფროსის შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 27 თებერვლიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური