“სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"

  • Word
“სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 650
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 08/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 23/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.007.896
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
650
29/11/2005
სსმ, 142, 08/12/2005
430.010.000.22.022.007.896
“სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (08/12/2005 - 20/04/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.007.896

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №650

2005 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს №1 დანართით გათვალისწინებული სალიცენზიო მოწმობის ფორმა შემდეგი ნიშნებით:

ა) რელიეფური დამცავი ბადე;

ბ) ნუმერაცია საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს;

გ) ჭვირნიშანი (სტამბური წესით დატანილი პენეტრირებული წყლის ნიშანი).

2. დამტკიცდეს №2 დანართით გათვალისწინებული სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესი.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №64 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №18, მუხ. 178)

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

                                                         

 


 


დანართი 2

სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესი

ლიცენზირებადი საქმიანობის სარეგისტრაციო ნომრის:

1. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს კალენდარული წლის ბოლო ორ რიცხვს.

2. მესამე ციფრით განისაზღვრება ლიცენზიის სახე:

ა) საქმიანობის ლიცენზია – 1;

ბ) საქმიანობის სპეციალური ლიცენზია – 2;

გ) საქმიანობის გენერალური ლიცენზია – 3.

3. მეოთხე ციფრი აღნიშნავს ლიცენზირებული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობების სახეებს:

ა) 1 – ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა;

ბ) 2 – უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) 3 – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა;

დ) 4 – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) 5 – მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავ­შვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობა.

4. ბოლო სამი ციფრი რეესტრის სარეგისტრაციო ნომრებია.