სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 23/04/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.014537
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
25/ნ
20/04/2010
სსმ, 46, 23/04/2010
430010000.22.022.014537
სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (23/04/2010 - 12/01/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.014.537

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

 მინისტრის  ბრძანება №25/ნ

2010 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სალიცენზიო მოწმობის ფორმა და აღწერილობა თანდართული დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 29 ნოემბრის 650 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

დანართი

სალიცენზიო მოწმობის ფორმა და აღწერილობა

1. სალიცენზიო მოწმობა იბეჭდება მუქ ოქროსფერში A4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე. ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.

2. სალიცენზიო მოწმობის ფორმის სახიან მხარეზე ზედა ცენტრალურ ადგილზე უნდა გამოისახოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი;

3. სალიცენზიო მოწმობაზე საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ქვეშ, ცენტრალურ ადგილზე, ერთმანეთის ქვეშ თანმიმდევრობით უნდა განთავსდეს წარწერები „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“ და „სალიცენზიო მოწმობა“.

4. სალიცენზიო მოწმობის ფორმის სახიან მხარეზე უნდა აისახოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ლიცენზიის ნომერი;

ბ) ლიცენზიის სახე;

გ) ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის სახელწოდება;

დ) ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის მისამართი;

ე) ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიღებული აქტის სახე, ნომერი და თარიღი;

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა, კერძოდ, ტექსტი „ლიცენზია გაცემულია განუსაზღვრელი ვადით“;

ზ) ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა და ხელმოწერა;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბეჭედი.

5. მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი, მის ბოლო მარცხენა კუთხეში დაიტანება სალიცენზიო მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები „სფს“, ხოლო მარჯვენა კუთხეში სალიცენზიო მოწმობის ბლანკის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).

6. სალიცენზიო მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) ჭვირნიშანს სტამბური წესით დატანილ პენეტრირებული წყლის ნიშანს;

ბ) რელიეფურ (გილოშერულ) დამცავ ბადეს;

გ) სალიცენზიო მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას: ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სალიცენზიო მოწმობა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემბლემას, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს.