ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024606
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
212
01/07/2024
ვებგვერდი, 01/07/2024
190020010.10.003.024606
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/07/2024 - 01/08/2024)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2024 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 და 2015 მუხლებისა და „საქართველოს 2024  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

მუხლი 1
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული დაწესებულებების (შემდგომში − სამინისტროს სისტემის დაწესებულებები) მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამების/სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში შესაბამისი საქონლის/მომსახურების/გასაცემლის/სუბსიდიის (შემდგომში − სარგებელი), აგრეთვე სხვა სამედიცინო მომსახურების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით:

1. პირს, რომელიც ფლობს 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას და ამ მოწმობის საფუძველზე სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლის მიმღებია ან ეს უფლება წარმოეშობა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ და 2024 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ უზრუნველყო აღნიშნული მოწმობის პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტით ჩანაცვლება, 2024 წლის 1 აგვისტომდე უწყვეტად გაუგრძელდეს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სამედიცინო მომსახურების მიწოდება/შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული სარგებლით/მომსახურებით, თუ არ არსებობს ამ სარგებლის/მომსახურების შეწყვეტის/შეჩერების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფისას პირის იდენტიფიცირებისა და მისი პირადობის დადასტურების მიზნით, სამინისტროს სისტემის დაწესებულება/სამინისტროს სისტემის დაწესებულების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამის ან საბიუჯეტო უზრუნველყოფის ღონისძიების მონაწილე დაწესებულება, აგრეთვე სხვა სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილია, გამოიყენოს ეს მონაცემები პირის იდენტიფიცირებისთვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასა და ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დაცულ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზას და სარგებლით უზრუნველყოფა უწყვეტად გაგრძელდება, თუ შესაბამის მონაცემთა ბაზებში ერთმანეთს ემთხვევა ფიზიკური პირის პირადი ნომერი, დაბადების თვე და წელი.

მუხლი 2
1. ამ დადგენილების შესრულების მიზნით:

ა) სამინისტროს სისტემის დაწესებულებებმა უზრუნველყონ საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლის, აგრეთვე სხვა სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდების ადმინისტრაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა.

2. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის შესაბამისი წესის განსაზღვრა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საბანკო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით) იმ საბანკო დაწესებულებების მიმართ, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამების/ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ან ამ პროგრამის ფარგლებს მიღმა სახელმწიფო პენსიის/სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო სუბსიდიის, სხვა სახელმწიფო გასაცემლისა და სოციალური დახმარების გაცემის პროცესში.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე