„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024706
311
03/10/2024
ვებგვერდი, 03/10/2024
190020010.10.003.024706
„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №311

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/07/2024, 190020010.10.003.024606) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ფაქტობრივად მცხოვრებ იმ პირს, რომელსაც არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად უფლებამოსილი ორგანოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა, ფლობს 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას და ამ მოწმობის საფუძველზე სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლის მიმღებია ან ეს უფლება წარმოეშობა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ და 2024 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ უზრუნველყო აღნიშნული მოწმობის პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტით ჩანაცვლება, უწყვეტად გაუგრძელდეს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფა/შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული სარგებლით, თუ არ არსებობს ამ სარგებლის/მომსახურების შეწყვეტის/შეჩერების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფისას პირის იდენტიფიცირებისა და მისი პირადობის დადასტურების მიზნით, სამინისტროს სისტემის დაწესებულება/სამინისტროს სისტემის დაწესებულების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამის ან საბიუჯეტო უზრუნველყოფის ღონისძიების მონაწილე დაწესებულება, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილია, გამოიყენოს ეს მონაცემები პირის იდენტიფიცირებისთვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასა და ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დაცულ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზას და სარგებლით უზრუნველყოფა უწყვეტად გაგრძელდება, თუ შესაბამის მონაცემთა ბაზებში ერთმანეთს ემთხვევა ფიზიკური პირის პირადი ნომერი, დაბადების თვე და წელი.“.

2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“  –  „ე“ ქვეპუნქტები:

„გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილმა ორგანომ და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირების აღრიცხვა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისთვის შესაბამისი ინფორმაციის/მონაცემების მიწოდება;

დ)  სამინისტროს სისტემის დაწესებულებისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირის/მისი წარმომადგენლის/მისი სახელით სხვა მესამე პირის მომართვის შემთხვევაში სამინისტროს სისტემის დაწესებულება ახორციელებს საჭირო მონაცემების/ინფორმაციის გადამოწმებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილ ორგანოში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში და ამ დადგენილების პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში – შესაბამისი პირის სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფას;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ამ დადგენილების პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირების სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული სარგებლით შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის საჭირო სანოტარო აქტის (მინდობილობის) კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით დამოწმებისას შესაბამისი პირის იდენტიფიცირებისა და მისი პირადობის დადასტურების მიზნით იმავე პუნქტით გათვალისწინებული მოწმობის მონაცემები გადამოწმდეს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე