საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2158
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 139, 29/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.007.882
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2158
28/11/2005
სსმ, 139, 29/11/2005
100.070.000.22.027.007.882
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/11/2005 - 24/02/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.007.882

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №2158

2005 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2006 წლის 10 მაისი.

2. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გივი მიქანაძე _ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ლაშა მოისწრაფიშვილი _ საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ლევან ყიფიანი _ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის წევრი;

ნატალია ტატიშვილი _ ეკონომიკური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;

გოჩა გიგინეიშვილი _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და წარმოების დარგში, კომისიის წევრი;

თამარ ბარათაშვილი _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი.

3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის ლიკვიდაციის მიზნით 2006 წლის 10 მაისამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გ. მიქანაძეს.

5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია