№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ

  • Word
№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 24/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 100.070.070.22.027.007.872
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2149
24/11/2005
სსმ, 136, 24/11/2005
100.070.070.22.027.007.872
№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/11/2005 - 21/09/2020)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.007.872

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №2149

2005 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 1999 წლის 22 ივლისის „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 1996 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (ქ. ქუთაისი);

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (შ. კოპაძე) დაევალოს, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა სარეჟიმო პირობების მიხედვით გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შ. კოპაძე).

5. ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №1795 ბრძანება (სსმ III, 2005წ., №118, მუხ. 1305);

ბ) „№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №1795 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის №2088 ბრძანება (სსმ III, 2005წ., №134, მუხ.1483).

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 27 ნოემბრიდან.

კ. კემულარია