ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016634
11
24/06/2024
ვებგვერდი, 25/06/2024
010250020.35.158.016634
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 24 ივნისი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, სამგზავრო ტარიფები:

ა) სოფელი რატევანი – სოფელი რაჭისუბნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 0.50 ლარის ოდენობით;

ბ) ქ. ბოლნისი – დაბა კაზრეთის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;

გ) ქ.ბოლნისი – სოფელი დარბაზის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;

დ) სოფელი რატევანი – სოფელი ფარიზის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;

ე) ქ. ბოლნისი – სოფელი ხატისოფელი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;

ვ) ქ. ბოლნისი – სოფელი აკაურთა მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით.

2.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას  სამგზავრო ტარიფები:

ა) ქ. ბოლნისი – სოფელი ფოლადაური – სოფელი ტანძიის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;

ბ) ქ.ბოლნისი – სოფელი მამხუტის – სოფელი ტალავერის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით;

გ) ქ. ბოლნისი  – სოფელი დისველი მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით – 1.00 ლარის ოდენობით.

მუხლი 2
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით  მგზავრთა გადაყვანისას, უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-სს;

გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;

დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლებს;

ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებს.

ვ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს;

ზ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს.

მუხლი 3
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგაზვრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის“ (ს/ნ 425358409) მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სიტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.

2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურს“ (ს/ნ 425358409) მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

მუხლი 4
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის“ (ს/ნ 425358409)  მიერ შერჩეული ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი) მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის“ (ს/ნ 425358409) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახური“ (ს/ნ 425358409)  უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.

4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.

5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის“ (ს/ნ 425358409)  მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.

6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 5
ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე გასაცემი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურს“ (ს/ნ 425358409) ან/და ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს.
მუხლი 6
ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ან/და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურისთვის“ (ს/ნ 425358409) შესაბამისი ინფორმაციის ყოველდღიურად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს:

ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ – „დ“ პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს;

ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;

დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“-„ვ“ პუნქტებით განსაზღვრული პირების ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

მუხლი 7
ამ დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლა შესაბამის სუბიექტებს შორის განხორციელდება მათ შორის შეთანხმებული ფორმით და პირობებით.
მუხლი 8
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის“ (ს/ნ 425358409) ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.
მუხლი 9
ბოლნსის მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა“ (ს/ნ 425358409) ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის“ (ს/ნ 425358409) ანგარიშზე მგაზვრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.
მუხლი 10
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 010250020.35.158.016623; გამოქვეყნების თარიღი:  28/12/2023წ.).
მუხლი 11
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი მირიანაშვილი