„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივნისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივნისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016656
10
10/03/2025
ვებგვერდი, 12/03/2025
010250020.35.158.016656
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივნისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივნისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 10 მარტი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივნისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 ივნისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/06/2024, 010250020.35.158.016634) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგაზვრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სუბიექტი გადახდის სიტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.“.

2. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მიერ შერჩეული ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

2. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის შპს  „ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის“ (ს/ნ 425358409) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

4. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.“

3. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე გასაცემი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს.“

4. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის ან/და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შესაბამისი ინფორმაციის ყოველდღიურად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს:

ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ – „დ“ პუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს;

ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;

დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“-„ვ“ პუნქტებით განსაზღვრული პირების ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.“

5. დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სუბიექტის ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.“

6. დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულმა სუბიექტმა ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სუბიექტის ანგარიშზე მგაზვრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი