საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის N69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის N69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017236
59
21/06/2024
ვებგვერდი, 24/06/2024
120000000.22.026.017236
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის N69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ბრძანება  №59

2024 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ოქტომბრის №69 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/10/2022, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ:

ა) №1 დანართის  №1/200 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) №1 დანართს  დაემატოს №1/352 დანართი თანდართული რედაქციით;

გ) №2 დანართს დაემატოს №2/336 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე