დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №1757 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 813 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025966 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №813
2024 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №1757 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №1757 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დანართად დაემატოს ამ განკარგულებაზე თანდართული „რისკების შეფასების განახლება“.
2. განკარგულება ძალაშია 2024 წლის 3 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
დოკუმენტის კომენტარები