დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 18/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/08/2009 - 02/09/2009)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №152
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
დსთ-ის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სათანადო ფორმით აცნობოს დსთ-ის წევრ სახელმწიფოებს ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოტანილი საქონლის წარმოშობის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე საქონელზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გავრცელების თაობაზე.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება.
3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ძალაშია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესი“, რის შესაბამისად გაცემული „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT – 1“ არის საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებითა და ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 2 აპრილის ოქმით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები