,,დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №152 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №152 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 109, 04/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
156
02/09/2009
სსმ, 109, 04/09/2009
000000000.00(0).000.000000
,,დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №152 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №156

2009 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №152 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №152 დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები:

„4. უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო ტერიტორიიდან წარმოშობილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებითა და ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 2 აპრილის ოქმით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი და მის შესაბამისად გაცემული „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1.“.

5. თურქმენეთის საბაჟო ტერიტორიიდან წარმოშობილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1996 წლის 20 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით გამოიყენება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“.

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დსთ-ს წევრი ქვეყნებისათვის განკუთვნილ საექსპორტო პროდუქციაზე საქონლის წარმოშობის  სერტიფიკატების გაცემის დროს იხელმძღვანელონ „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-9 მუხლის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური