„მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ დამტკიცების თაობაზე

„მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 200000000.22.033.017827
188
04/06/2024
ვებგვერდი, 06/06/2024
200000000.22.033.017827
„მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №188

2024 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  701 მუხლის  მე-4  ნაწილის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესი“ (თანდართულ დანართებთან ერთად).
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი




მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1. ჯგუფი – საწარმოთა ერთობლიობა, რომლებიც ისე არიან დაკავშირებული ერთმანეთთან მფლობელობის ან კონტროლის გზით, რომ მოეთხოვებათ მოქმედი ბუღალტრული პრინციპების თანახმად კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მომზადება ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის, ან მოეთხოვებოდათ ერთ-ერთ ამ საწარმოთაგანში წილებით საჯარო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში.

2. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი – ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც:

ა) შეიცავს ორ ან ორზე მეტ საწარმოს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის/იურისდიქციის საგადასახადო რეზიდენტები არიან ან შეიცავს საწარმოს, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო მიზნისთვის ერთი ქვეყნის რეზიდენტს და ექვემდებარება დაბეგვრას სხვა ქვეყანაში/იურისდიქციაში, თავისი მუდმივი დაწესებულების საშუალებით განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, და

ბ) არ წარმოადგენს გამონაკლის მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფს.

3. გამონაკლისი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი – ნებისმიერ ფისკალურ წელთან დაკავშირებით, ჯგუფი, რომლის მთლიანი კონსოლიდირებული ჯგუფური შემოსავალი 750 მილიონ ევროზე ნაკლებია იმ ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს საანგარიშსწორებო ფისკალურ წელს, როგორც ეს ასახულია მის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშში ამ წინა ფისკალური წლისთვის.

4. შემადგენელი საწარმო – არის:

ა) მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეული, რომელიც შეყვანილია მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებში ფინანსური ანგარიშგების მიზნისათვის ან შეყვანილი იქნებოდა მასში მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ასეთი ეკონომიკური ერთეულის წილებით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში;

ბ) ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეული, რომელიც არ არის შეტანილი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებში მხოლოდ ზომის ან არსებითობის საფუძველზე; და

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ნებისმიერი განცალკევებული ეკონომიკური ერთეულის ნებისმიერი მუდმივი დაწესებულება, იმ პირობით, რომ ეკონომიკური ერთეული ამზადებს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს ასეთი მუდმივი დაწესებულებისათვის ფინანსური ანგარიშგების, საგადასახადო ანგარიშგების და შიდა მენეჯერული კონტროლის მიზნებისათვის.

5. ანგარიშის წარმდგენი დაწესებულება – შემადგენელი საწარმო, რომელიც ქვეყანაში/იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის სახელით, ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარადგენს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშს (CbC Report). ანგარიშის წარმდგენი დაწესებულება შეიძლება იყოს საბოლოო მშობელი საწარმო, სუროგატი მშობელი დაწესებულება ან ნებისმიერი სხვა საწარმო ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

6. საბოლოო მშობელი საწარმო –  მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საკმარისი რაოდენობის წილებს ასეთი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ერთ ან ერთზე მეტ შემადგენელ საწარმოში ისე, რომ მას ევალება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მომზადება იმ ქვეყანაში/იურისდიქციაში ზოგადად მოქმედი საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად, რომლის საგადასახადო რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს ან ვალდებული იქნებოდა მოემზადებინა იგი თავისი წილებით საჯარო ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობის შემთხვევაში; და

ბ) არ არსებობს ასეთი მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის სხვა შემადგენელი საწარმო, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წილებს აღნიშნულ შემადგენელ საწარმოში.

7. სუროგატი მშობელი დაწესებულება – მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის შემადგენელი დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში/იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, დანიშნულ იქნა ამ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის მიერ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარდგენისთვის საბოლოო მშობელი დაწესებულების ერთადერთ შემცვლელად, როდესაც დაკმაყოფილებულია ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი პირობა.

8. ფისკალური წელი – წლიური საანგარიშო პერიოდი, რომელთან დაკავშირებითაც მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო ამზადებს თავის ფინანსურ ანგარიშებს.

9. საანგარიშგებო ფისკალური წელი – ფისკალური წელი, რომლის ფინანსური და საოპერაციო შედეგები ასახულია ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშში.

10. კომპეტენტური ორგანოების კვალიფიციური შეთანხმება – შეთანხმება, რომელიც დადებულია:

ა) საერთაშორისო შეთანხმების მხარე ქვეყნების/იურისდიქციების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის; და

ბ) რომელიც მოითხოვს მხარე ქვეყნებს/იურისდიქციებს შორის მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშების ავტომატურ გაცვლას.

11. საერთაშორისო შეთანხმება – საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ მრავალმხრივი კონვენცია, ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი საგადასახადო კონვენცია ან ნებისმიერი შეთანხმება საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რომლის მხარესაც წარმოადგენს საქართველო და რომლის დებულებები იძლევა საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის, მათ შორის, ავტომატური გაცვლის კანონიერ უფლებამოსილებას.

12. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება – მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც საბოლოო მშობელი საწარმოს და შემადგენელი საწარმოების აქტივები, ვალდებულებები, შემოსავალი, ხარჯები და ფულადი სახსრების მოძრაობა წარმოდგენილია როგორც ერთი ეკონომიკური დაწესებულების მაჩვენებლები.

13. სისტემატიური ხასიათის შეუსრულებლობა – ქვეყანასთან/იურისდიქციასთან დაკავშირებით გულისხმობს, რომ იურისდიქციაში ამოქმედებულია უფლებამოსილი ორგანოების კვალიფიციური შეთანხმება საქართველოსთან, მაგრამ შეჩერებულია ავტომატური გაცვლა (ისეთი მიზეზებით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შეთანხმების პირობებით) ან ეს ქვეყანა/იურისდიქცია სხვაგვარად გამუდმებით ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას საქართველოსთვის მის ხელთ არსებული იმ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფების ანგარიშგების ავტომატურ მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ შემადგენელი საწარმოები საქართველოში.

მუხლი 2. ანგარიშის წარდგენის ვალდებულება

1. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო მიზნებისათვის საქართველოს რეზიდენტს, ვალდებულია თავის საანგარიშგებო ფისკალურ წელთან დაკავშირებით, არაუგვიანეს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვადისა, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. შემადგენელი საწარმო, რომელიც არ წარმოადგენს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელ საწარმოს, ვალდებულია არაუგვიანეს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვადისა, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, იმ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საანგარიშგებო ფისკალურ წელთან დაკავშირებით, რომლის შემადგენელ საწარმოსაც ის წარმოადგენს, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები:

ა) ეს საწარმო წარმოადგენს საგადასახადო მიზნებისთვის საქართველოს რეზიდენტ საწარმოს; და

ბ) დაკმაყოფილებულია ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი პირობა:

ბ.ა) ამ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო არ არის ვალდებული წარადგინოს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში იმ იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც ის წარმოადგენს; ან

ბ.ბ) საანგარიშგებო ფისკალური წლისთვის მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარსადგენად, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დროისთვის, ქვეყანას/იურისდიქციას, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს საბოლოო მშობელი საწარმო, აქვს გაფორმებული მოქმედი საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მხარესაც წარმოადგენს საქართველო, მაგრამ არ აქვს ამოქმედებული კომპეტენტური ორგანოების კვალიფიციური შეთანხმება საქართველოსთან; ან

გ) იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს საბოლოო მშობელი საწარმო, ადგილი აქვს სისტემატიური ხასიათის შეუსრულებლობას, რის შესახებაც საქართველოს რეზიდენტ შემადგენელ საწარმოს აცნობა საგადასახადო ორგანომ.

3. თუ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ერთზე მეტი შემადგენელი საწარმო წარმოადგენს საგადასახადო მიზნებისთვის საქართველოს რეზიდენტს და დაკმაყოფილებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი პირობა, მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფს შეუძლია დანიშნოს ერთ-ერთი ამ შემადგენელ საწარმოთაგანი საქართველოში, ამ წესის მე-4 მუხლის პირობების შესაბამისად მომზადებული მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარმდგენად ნებისმიერ საანგარიშგებო ფისკალურ წელთან დაკავშირებით, არაუგვიანეს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვადისა და დაავალოს მას, შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს, რომ ანგარიშის წარდგენა გამიზნულია მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საქართველოს რეზიდენტი ყველა შემადგენელი საწარმოს მიმართ ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

4. მიუხედავად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა, თუ კმაყოფილდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი პირობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საწარმო არ არის ვალდებული წარადგინოს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში საგადასახადო ორგანოში ნებისმიერ საანგარიშგებო ფისკალურ წელთან დაკავშირებით, თუ მულტინაციონალურმა საწარმოთა ჯგუფმა, რომლის შემადგენელ საწარმოსაც ის წარმოადგენს, წარადგინა ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადებული მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში ამ ფისკალურ წელთან დაკავშირებით სუროგატი მშობელი დაწესებულების საშუალებით, რომელიც წარადგენს აღნიშნულ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშს თავისი რეზიდენტობის იურისდიქციაში არაუგვიანეს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვადისა და ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ქვეყანაში/იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს სუროგატი მშობელი დაწესებულება, სავალდებულოა ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარდგენა;

ბ) ქვეყანას/იურისდიქციას, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს სუროგატი მშობელი დაწესებულება, გაფორმებული აქვს კომპეტენტური ორგანოების მოქმედი კვალიფიციური შეთანხმება საქართველოსთან იმ დროისთვის, რომელსაც ითვალისწინებს ამ წესის მე-5 მუხლი საანგარიშგებო ფისკალური წლისთვის მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარსადგენად;

გ) ქვეყანას/იურისდიქციას, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს სუროგატი მშობელი დაწესებულება, არ შეუტყობინებია საგადასახადო ორგანოსთვის სისტემატური შეუსრულებლობის ფაქტის არსებობის შესახებ;

დ) ქვეყანას/იურისდიქციას, რომლის რეზიდენტიც არის სუროგატი მშობელი დაწესებულება, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეცნობა საგადასახადო მიზნებისთვის მისი რეზიდენტი შემადგენელი დაწესებულების მიერ, რომ ის წარმოადგენს სუროგატ მშობელ დაწესებულებას; და

ე) საგადასახადო ორგანოს მიღებული აქვს შეტყობინება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

5. მიუხედავად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა, საწარმოს არ ევალება მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარდგენა ისეთ ვითარებაში, როდესაც მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელ საწარმოს იმ ქვეყანაში/იურისდიქციაში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს საგადასახადო მიზნებისთვის, არ ევალება მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის წარდგენა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კონსოლიდირებული ჯგუფური შემოსავალი, როგორც ეს ასახულია წინა ფისკალური წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებში, ნაკლებია მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგებისთვის ამ იურისდიქციაში მოქმედ ზღვრულ ოდენობაზე, რომელიც წარმოადგენს 750 მილიონი ევროს ახლო ეკვივალენტს ამ იურისდიქციის ეროვნულ ვალუტაში 2015 წლის იანვრის მდგომარეობით.

მუხლი 3. შეტყობინება

1. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ნებისმიერი შემადგენელი საწარმო, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო მიზნებისთვის საქართველოს რეზიდენტს, ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს, წარმოადგენს თუ არა ის საბოლოო მშობელ საწარმოს თუ სუროგატ მშობელ დაწესებულებას, არაუგვიანეს აღნიშნული მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საანგარიშო ფისკალური წლის ბოლო დღისა.

2. თუ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საქართველოს რეზიდენტი შემადგენელი საწარმო არ წარმოადგენს არც საბოლოო მშობელ საწარმოს და არც სუროგატ მშობელ დაწესებულებას, მან უნდა შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს ანგარიშის წარმდგენი დაწესებულების საიდენტიფიკაციო მონაცემები და ის სახელმწიფო, რომლის რეზიდენტსაც ის წარმოადგენს არაუგვიანეს ამ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საანგარიშო ფისკალური წლის ბოლო დღისა.

მუხლი 4. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში

1. ამ წესის მიზნებისათვის, მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში არის ანგარიში, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) თითოეულ იმ ქვეყანასთან/იურისდიქციასთან დაკავშირებით, რომელშიც მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფი ახორციელებს საქმიანობას, სრული ინფორმაცია შემოსავლის ოდენობასთან დაკავშირებით, მოგება (ზარალი) დაბეგვრამდე, გადახდილი მოგების გადასახადი, დარიცხული მოგების გადასახადი, კაპიტალი, აკუმულირებული მოგება, თანამშრომელთა რაოდენობა და მატერიალური აქტივები, გარდა ნაღდი ფულისა ან ნაღდი ფულის ეკვივალენტისა;

ბ) მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფში შემავალი თითოეული შემადგენელი საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რაც გულისხმობს იმ ქვეყნის/იურისდიქციის მითითებას, რომლის საგადასახადო რეზიდენტსაც წარმოადგენს ეს შემადგენელი საწარმო, ხოლო სადაც განსხვავდება საგადასახადო რეზიდენტობის იურისდიქციისგან, ქვეყანას/იურისდიქციას, რომლის კანონმდებლობის შესაბამისადაც არის ორგანიზებული (დაფუძნებული) ასეთი შემადგენელი საწარმო, აგრეთვე ასეთი შემადგენელი საწარმოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის ან საქმიანობების არსის მითითებას.

2. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს ამ წესის თანდართული დანართების შესაბამისად, რომლებიც შემუშავებულია სახელმძღვანელო წესებით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით და იმ განსაზღვრებებისა და ინსტრუქციების გამოყენებით, რომლებიც მოცემულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს V თავის III დანართში (პერიოდულად განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით)/OECD-სა და დიდი ოცეულის ქვეყნების დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის სამოქმედო გეგმის მე-13 ღონისძიების ანგარიშის („სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია და მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში“) III დანართში.

მუხლი 5. ანგარიშის წარდგენის დრო

ამ წესით გათვალისწინებული მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საანგარიშგებო ფისკალური წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე.

მუხლი 6. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის გამოყენება და კონფიდენციალობა

1. საგადასახადო ორგანომ უნდა გამოიყენოს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიში საქართველოში საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მაღალი დონის რისკების და დასაბეგრი ბაზის შემცირებასა და მოგების გადატანასთან დაკავშირებული სხვა რისკების, მათ შორის, მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის წევრების მიერ სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესების შეუსრულებლობის რისკების შეფასების მიზნებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკური და სტატისტიკური ანალიზისათვის. საგადასახადო ორგანოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული კორექტირებები არ უნდა განხორციელდეს მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის საფუძველზე.

2. საგადასახადო ორგანომ უნდა დაიცვას მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალობა, სულ მცირე, იმ მოცულობით, რაც მას მოუწევდა მათთვის ასეთი ინფორმაციის „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ მრავალმხრივი კონვენციის დებულებების შესაბამისად მიწოდების შემთხვევაში.