ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.107.016006
12
13/05/2024
ვებგვერდი, 27/05/2024
000000000.00.107.016006
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №12

2024 წლის 13 მაისი

ქ. ჩხოროწყუ

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხისა და ლეწურწუმის მაჟორიტარი დეპუტატის, შოთა წურწუმიას 2024 წლის 25 იანვრის №111-111240251 ინიციატივის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩას და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭოს „გენრიდ წახნაკიას“ სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).

 საკრებულოს თავმჯდომარე  შოთა წურწუმია