„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-6
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 16/05/2024
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016136
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნ-6
16/05/2024
ვებგვერდი, 20/05/2024
260030000.64.076.016136
„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/05/2024 - 31/05/2024)

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-6

2024 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/07/2017, 260030000.64.076.016017) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული, საქმიანობის ინდივიდუალურად განმახორციელებელი აუდიტორის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმა  (დანართი №4) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული ფირმის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმა (დანართი №5) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანებით დამტკიცებულ ,,ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების  წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“  „კ“  ქვეპუნქტები:

„ზ) სავალდებულო აუდიტი  – სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების და პირველი და მეორე კატეგორიების ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ან თუ აღნიშნული შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით არის დადგენილი;

თ) არასავალდებულო აუდიტი - ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც არ არის სავალდებულო აუდიტი;

ი) სავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა – აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც სავალდებულო აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სამსახურის მიერ ჩატარებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად ან აუდიტის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) არასავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა – აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც არ არის სავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა.“;

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მონიტორინგი სავალდებულო წესით

1. მონიტორინგი, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 6 წელიწადში ერთხელ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის და არაუმეტეს 3 წელიწადში ერთხელ იმ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის, რომელიც სდპ-ისა და პირველი კატეგორიის საწარმოს აუდიტს ატარებს.  

 2. აუდიტორისათვის და აუდიტორული ფირმისათვის თავდაპირველი მონიტორინგის განხორციელების თარიღის ვადის ათვლა იწყება რეესტრში რეგისტრაციის მომდევნო დღიდან, ხოლო ყოველი განმეორებითი მონიტორინგის განხორციელების თარიღის ვადის ათვლა ხდება მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის  გადაწყვეტილების მიღების  მომდევნო დღიდან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თავდაპირველ მონიტორინგს სამსახური ახორციელებს აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ სავალდებულო აუდიტის 2 გარიგების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 წლისა.“;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, მონიტორინგის  განხორციელება დაიწყოს კანონით განსაზღვრული ვადებისაგან განსხვავებულ ვადებში, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების (მათ შორის, წინა მონიტორინგის შედეგების ან/და ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4-ის ან/და დანართი №5-ის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ან/და მონიტორინგგაუვლელი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ სავალდებულო აუდიტის განხორციელებისას) ან/და სამსახურისათვის წარდგენილი წერილის ან/და საჩივრის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას. სამსახური რისკების მართვისათვის იყენებს შესაბამის მეთოდოლოგიას და პროგრამულ უზრუნველყოფას.“;

გ.ბ) „11“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური უფლებამოსილია რისკის შეფასების პროცესში ჩართოს შესაბამისი რეპუტაციის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი სფეროს ექსპერტი.“;

დ) მე-7 მუხლის:

დ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართოს სამსახურს  მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ. სამსახური განცხადებას განიხილავს მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. ის აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, შესრულებული აქვს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სამსახურის რეკომენდაციები და შესასრულებელი ღონისძიებები, უფლებამოსილია მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართოს სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ, თუ ბოლო მონიტორინგის შედეგებით:

ა) აუდიტორულ ფირმას არ მინიჭებია და სურს მოიპოვოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება;

ბ) აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ მინიჭებია და სურს მოიპოვოს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება;

გ) მიენიჭა სუბიექტისათვის (გარდა სდპ-ისა) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს  ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი;

დ) შეზღუდვით მიენიჭა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს  ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი.“;

დ.ბ) მე-6  მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს, იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორს/აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) გარიგება.

7. ის აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს/აუდიტორს მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.

8. ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც სურს მოიპოვოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმის თითოეულ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული აქვს) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება, ხოლო არანაკლებ ერთ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს) პირველი ან/და მეორე კატეგორიების საწარმოების ან/და პირველი ან/და მეორე კატეგორიების ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.

9. აუდიტორული ფირმა, რომელსაც მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე სურს მოიპოვოს ცალკეული გარიგების პარტნიორის სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს) პირველი ან/და მეორე კატეგორიების საწარმოების ან/და პირველი ან/და მეორე კატეგორიების ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.“;

დ.გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. აუდიტორული ფირმა, რომელსაც მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე სურს მოიპოვოს ცალკეული გარიგების პარტნიორის სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, უფლებამოსილია, ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართოს სამსახურს იმ შემთხვევაში, თუ გარიგების პარტნიორს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს (თუ გავლილი აქვს მონიტორინგი, მონიტორინგის დასრულების შემდეგ დაწყებული და დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული)  აქვს) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 3 გარიგება.“.

ე) მე-10 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება სუბიექტთან, პროფესიულ ორგანიზაციასთან, აუდიტორთან, აუდიტორული ფირმის  გარიგების პარტნიორებთან და ფირმის ხელმძღვანელობასთან;“;

ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახური განცხადებას განიხილავს და განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.“;

ვ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის:

ვ.ა) „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-14 მუხლის:

ზ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონიტორინგის სახეებია სრული  და თემატური მონიტორინგი.

2. სრული მონიტორინგი მოიცავს დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის ყველა ელემენტს, შერჩეულ გარიგებებს და საქმიანობის წარმართვის სხვა სფეროებს, რამაც შეიძლება ხარისხის უზრუნველყოფაზე გავლენა მოახდინოს.“;

ზ.ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. მონიტორინგის შედეგად აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის მიცემული შესასრულებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლი ხორციელდება თემატური მონიტორინგით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების  ფარგლებში გამოვლინდა მონიტორინგის სრულად ჩატარების  საფუძველი.“;

ზ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ წესით განსაზღვრული მონიტორინგის ეტაპები და მონიტორინგის განხორციელების წესი შეეხება სრულ მონიტორინგს. თემატური მონიტორინგის ეტაპები და განხორციელების წესი განისაზღვრება თემატური მონიტორინგის დაწყების თაობაზე სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

თ) მე-17 მუხლის:

თ.ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონიტორინგის გეგმაში აუდიტორული ფირმის თითოეული გარიგების პარტნიორთან მიმართებაში შეტანილი უნდა იქნეს მინიმუმ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება,  ხოლო  აუდიტორულ ფირმასთან/აუდიტორთან მიმართებაში არანაკლებ 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება. ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგებების არ არსებობის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შემთხვევაში 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების არსებობის შემთხვევაში მონიტორინგის გეგმაში შეტანილი უნდა იქნეს ასევე სხვა აუდიტორული მომსახურებების გარიგებებიც (არსებობის შემთხვევაში).“;

თ.ბ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​3. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ/ხოლო თუ გავლილი აქვს მონიტორინგი – განმეორებითი მონიტორინგის განხორციელებამდე პერიოდში არ აქვს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება, ან სხვა აუდიტორული მომსახურების გარიგება ამოღებულ იქნეს რეესტრიდან.“;

თ.გ) 34 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ.დ) 3პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 37 პუნქტები:

„35. ფირმა, რომელსაც მიენიჭა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, მაგრამ მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის განხორციელებამდე დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს მხოლოდ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და სხვა აუდიტორული მომსახურების გარიგება, უწყდება სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება და აუდიტორული ფირმა რეესტრში აისახება როგორც ,,სავალდებულო აუდიტორული ფირმა“, მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.

36. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა (გარდა სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმა), რომელსაც რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ/ხოლო თუ გავლილი აქვს მონიტორინგი განმეორებითი მონიტორინგის განხორციელებამდე პერიოდში   დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) აქვს მხოლოდ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და სხვა აუდიტორული მომსახურების გარიგება, სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად განისაზღვრება არასავალდებულო აუდიტორად/აუდიტორულ ფირმად.

37. ამ მუხლის 36 პუნქტით გათვალისწინებული არასავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელსაც განმეორებითი მონიტორინგის განხორციელებისას არ ექნება დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) მინიმუმ 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და გაწეული სხვა აუდიტორული მომსახურების (არსებობის შემთხვევაში) ფარგლებში გამოვლინდება მნიშვნელოვანი შეუსაბამობა  შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, ამოღებულ იქნეს რეესტრიდან.“;

თ.ე) მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგს კონკრეტული გარიგებების მიმართ.“.

ი) მე-18 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის მიერ მონიტორინგი ხორციელდება:

ა) ფირმის დონეზე (ფირმისა და რისკის პროპორციულად აუდიტორის შემთხვევაში) – ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM), რეგისტრაციის წესებთან შესაბამისობის კუთხით;

ბ) გარიგების დონეზე (გარიგების პარტნიორისა და აუდიტორის შემთხევევაში) – შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით.“;

ი.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-15 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის მონიტორინგის პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აუდიტორის/აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორების მიერ შესრულებული იმ გარიგებების რაოდენობაზე, რომელიც დაექვემდებარება მონიტორინგს. ასევე, განხორციელებულ აუდიტორულ მომსახურებაზე და სამსახურში არსებული ინფორმაციით იდენტიფიცირებულ რისკის ფაქტორებზე.

5. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული გარიგებებისა და დამატებით შერჩეული დოკუმენტაციის (ნაწილის) შესწავლის გზით. მონიტორინგის გეგმაში ასახული გარიგებებისა და დამატებითი გარიგებების შერჩევა ხდება ამ წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში, რისკზე დამყარებული მიდგომის ან/და შემთხვევითობის პრინციპის  გამოყენებით.“;

ი.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მონიტორინგის პროცესი მოიცავს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფსა და  აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, სუბიექტს/პროფესიულ ორგანიზაციას შორის მოსაზრებების/ინფორმაციის გაცვლას. ამ მიზნით, სამსახური უფლებამოსილია უზრუნველყოს მონიტორინგის ყველა ეტაპზე დაინტერესებული მხარის ჩართულობა. დაინტერესებული მხარის უარი საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე არ აჩერებს სამსახურის მოქმედებას. დაინტერესებულ მხარეს და მონიტორინგის პროცესში აუდიტორს/აუდიტორული ფირმის მხრიდან ჩართულ პირებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი მოსაზრება მონიტორინგთან დაკავშირებულ ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.“;

კ) მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინასწარი შედეგების ამსახველ ანგარიშში წარმოდგენილია მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ მონიტორინგის მსვლელობის შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რეკომენდაციები და წინასწარი დასკვნითი შეფასება ((სავალდებულო აუდიტის (მათ შორის, სდპ-ს) ან არასავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება ან რეგისტრაციის გაუქმება). ასევე,  გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები და შესასრულებელი ღონისძიებები.“;

ლ) მე-20 მუხლის:

ლ.ა) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის გადაწყვეტილებაში აღინიშნება იმ გარიგების პარტნიორთა ვინაობა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აუდიტორული ფირმის სახელით გააგრძელონ აუდიტორული მომსახურების (სავალდებულო (მათ შორის,  სდპ-ის) ან არასავალდებულო აუდიტის) განხორციელება.

5​1. გარიგების პარტნიორს სდპ-ის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება ენიჭება აუდიტორული ფირმის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე არსებული პერიოდით. იმ გარიგების პარტნიორს, რომელიც  სავალდებულო (გარდა სდპ-ისა) ან/და არასავალდებულო აუდიტის მომსახურებას უწევს სუბიექტს ბოლო მონიტორინგის შედეგებით მინიჭებული უფლებამოსილება/შეზღუდვები უნარჩუნდება გარიგების პარტნიორის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.“;

ლ.ბ) 52 - 54 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ლ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შესასრულებელ ღონისძიებათა შესრულება არ შეიძლება გახდეს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის ამ წესის 21-ე მუხლის შესაბამისად  მინიჭებული უფლებამოსილების შეცვლის საფუძველი, სანამ არ განხორციელდება მომდევნო მონიტორინგი.“;

ლ.დ)  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მონიტორინგის შედეგები (სავალდებულო (მათ შორის, სდპ-ის) ან არასავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, მომსახურების შეზღუდვა, რეკომენდაცია და პასუხისმგებლობის სახე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯაროა. აღნიშნული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში. სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის და სუბიექტის შესახებ ინფორმაციის სრულად გამოქვეყნება, თუ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის შესაბამისი დარგის ფინანსურ სტაბილურობას.“;

მ) 21-ე მუხლის:

მ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. მონიტორინგის შედეგების დასკვნითი შეფასება (მინიჭებული უფლებამოსილება, შეზღუდვა) და რეკომენდაცია“;

მ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის მონიტორინგის საბოლოო შედეგების დასკვნითი შეფასება შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

ა) სავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე სავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა:

ა.ა) სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმა  − როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გაივლის მონიტორინგს შენიშვნების გარეშე ან კონკრეტულ გარიგებასთან მიმართებით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით აღმოჩნდება ნაკლებად არსებითი არასისტემური (იზოლირებული) ან/და სისტემური ხარვეზები; ან/და არსებითი არასისტემური (იზოლირებული) და მცირერიცხოვანი ხარვეზები; ან/და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM) შესაბამისობის კუთხით აღმოჩნდება მხოლოდ უმნიშვნელო შენიშვნები. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ა.ბ) სავალდებულო აუდიტის (გარდა სდპ-ისა) უფლებამოსილების მქონე სავალდებულო აუდიტორი/აუდიტორული ფირმა – კონკრეტულ გარიგებასთან მიმართებით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით აღმოჩნდება არსებითი არასისტემური (იზოლირებული) ან/და სისტემური ხარვეზები; ან/და მცირერიცხოვანი მნიშვნელოვნად არსებითი  სისტემური ან/და არასისტემური (იზოლირებული) ხარვეზები; ან/და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQM) შესაბამისობის კუთხით აღმოჩნდება უმნიშვნელო ან/და მნიშვნელოვანი და მცირერიცხოვანი შენიშვნები. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ბ) არასავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორი/აუდიტორული ფირმა – როდესაც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვერ დააკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არ აქვს დარღვეული პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code).“;

მ.გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ხდება კანონმდებლობის ან/და სამსახურის მიერ სამოქმედოდ შემოღებული საერთაშორისო სტანდარტების ფუნდამენტურ მოთხოვნათა სისტემატურად შეუსრულებლობა ან/და სუბიექტის ან საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ან/და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დარღვეული აქვს პროფესიული ეთიკის კოდექსი (IESBA Code), სამსახური იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორისათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.“;

მ.დ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​3. სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელიც სამსახურის მიერ განისაზღვრა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმად  და მის გარიგების პარტნიორს, რომელსაც სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიენიჭა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.“;

მ.ე) 36 დ 37 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​6. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორული ფირმის ინიციატივით, თემატური მონიტორინგის განხორციელების გზით, სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორს, რომელიც სამსახურის მიერ განისაზღვრა სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმად. საბოლოო დასკვნითი შეფასების გაცემისას სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გარიგების პარტნიორისთვის.

3​7.  სავალდებულო აუდიტს დაქვემდებარებული სუბიექტებისთვის (გარდა სდპ-ისა) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელიც სამსახურის მიერ განისაზღვრა სავალდებულო აუდიტორად/აუდიტორულ ფირმად.“;

მ.ვ) 38 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ.ზ) 39 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​9. აუდიტორისთვის/გარიგების პარტნიორისათვის ბოლო მონიტორინგის შედეგად მინიჭებული უფლებამოსილება (გარდა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება) ან/და შეზღუდვები ვრცელდება, როგორც ნებისმიერ აუდიტორულ ფირმაში საქმიანობისას (ფირმისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში), ისე  საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელებისას (მათ შორის, რეესტრში აუდიტორის/გარიგების პარტნიორის ხელახალი რეგისტრაციისას), აუდიტორის/გარიგების პარტნიორის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.“;

მ.თ) 311 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ.ი) 311 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 312 – 315 პუნქტები:

„312. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არ ენიჭება სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, თუ მომდევნო მონიტორინგის განხორციელებამდე არ აქვს დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ან მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის არანაკლებ 1 გარიგება.

313. აუდიტორული ფირმა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონეა იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად აუდიტორული ფირმის არანაკლებ ერთ გარიგების პარტნიორს მინიჭებული აქვს სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.

314. აუდიტორული ფირმა სავალდებულო აუდიტის (გარდა სდპ-ისა) უფლებამოსილების მქონეა  იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად აუდიტორული ფირმის არანაკლებ ერთ გარიგების პარტნიორს მინიჭებული აქვს სავალდებულო აუდიტის (გარდა სდპ-ისა) ჩატარების უფლებამოსილება ან აღნიშნული განსაზღვრულია აუდიტის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით.

315. ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი უნდა განხორციელდეს სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ, თუ ჯგუფში შემავალი მშობელი ან/და შვილობილი საწარმო არის სდპ.“;

მ.კ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახური უფლებამოსილია  აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას (გარდა სდპ-ის აუდიტორული მომსახურების უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმისა) დაავალოს აუდიტის გარიგების ხარისხის მიმოხილვისთვის დამატებითი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების (მათ შორის, გარიგების პარტნიორის) ჩართვა მიმდინარე გარიგებების დასასრულებლად. აღნიშნულ შემთხვევაში აუდიტის გარიგების საფუძველზე სუბიექტისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

 მ.ლ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ არასავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა ამ წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა, იგი არ არის უფლებამოსილი აუდიტის ჩატარების ან/და დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების უფლების აკრძალვის პერიოდში მიმართოს სამსახურს ხელახალი მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.

8. თუ პირის მიმართ სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა ამ წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა,  სამსახური იტოვებს უფლებას, მისცეს აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი მომსახურების დასრულების საშუალება. ამ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია უზრუნველყოს პროცესის სისტემატური მონიტორინგი.“;

მ.მ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგების საფუძველზე აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას  ან/და მის გარიგების პარტნიორს შეუზღუდოს მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი, აუდიტორული მომსახურებ(ებ)ის დასრულების საშუალება. აღნიშნულ შემთხვევაში აუდიტის გარიგების საფუძველზე სუბიექტისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

მ.ნ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ინფორმაცია აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის აკრძალვის ან უფლებამოსილების შეზღუდვის (სამსახურის მიერ ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში)/შეწყვეტის შესახებ ეგზავნება სუბიექტს, აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან ხელშეკრულებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით.“;

ნ) 22-ე მუხლის:

ნ.ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​1. პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (IESBA Code) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის რეესტრიდან ამოღებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ექვემდებარება გაქარწყლებას (მოხსნას).“;

ნ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის არასავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია  აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არაუმეტეს 3 წლის ვადით აუკრძალოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ აუდიტის ჩატარების ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერის და აუდიტორული ფირმის პარტნიორებისთვის/აქციონერებისთვის ფუნქციების განხორციელების უფლება.“;

ნ.გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ნ.დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ სამსახურის მიერ გამოვლინდა აუდიტორის/გარიგების პარტნიორის ჩართულობა ისეთი საწარმოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში, რომლის აუდიტზეც ბოლო მონიტორინგის შედეგად აუდიტორს/გარიგების პარტნიორს ან მის დამსაქმებელ ფირმას ჰქონდათ შეზღუდვა, სამსახური ვალდებულია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში არ მიანიჭოს სავალდებულო აუდიტის (თუ ჩართულობა გამოვლინდა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში, მათ შორის,  სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის) განხორციელების უფლებამოსილება და აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიმართ გამოიყენოს სანქცია ფულადი ჯარიმის სახით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული  ქმედების განმეორების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის  რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.“;

ნ.ე) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. თუ სამსახურის მიერ გამოვლინდა (მათ შორის, მონიტორინგის/მოკვლევის ფარგლებში) სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელება არაუფლებამოსილი გარიგების პარტნიორის მიერ (რომელიც არ ყოფილა მონიტორინგს დაქვემდებარებული), სამსახური გარიგების პარტნიორს არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში არ მიანიჭებს სდპ-სათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილებას და აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დაეკისრება სანქცია ფულადი ჯარიმის სახით, ხოლო  ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორების შემთხვევაში სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის  რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.“;

ნ.ვ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. ამ წესის მე-17 მუხლის 36 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ფარგლებში, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაწეული სხვა აუდიტორული მომსახურების შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ გამოყენებულ იქნეს სანქცია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

 12. თუ აუდიტორული ფირმის მიერ შესრულებული გარიგება ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარისხის (აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით გარიგება იქნება შენიშვნების გარეშე ან აღმოჩნდება ნაკლებად არსებითი  ან/და მცირერიცხოვანი არსებითი ხარვეზები) არ იქნება შესაბამისი, სამსახური უზრუნველყოფს გარიგების პარტნიორისა და აუდიტორული ფირმის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას და გარიგების პარტნორისათვის სდპ-ის/სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების შეზღუდვას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის ნაკლოვანების გამოვლენისას, სამსახური ასევე უზრუნველყოფს აუდიტორული ფირმისათვის სდპ-ის/სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების შეზღუდვას.“;

ო) 24-ე მუხლის:

ო.ა)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ბრძანების 21-ე მუხლის 37 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ აუდიტორზე/აუდიტორულ ფირმაზე, რომლის მიმართაც სამსახურის მიერ არ დაწყებულა მონიტორინგი. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე განახორციელოს სავალდებულო (გარდა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების) აუდიტი.“;

ო.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 - მე-13 პუნქტები:

„6. 2024 წლის 1 ივნისიდან სამსახურმა უზრუნველყოს ვებგვერდისა (www.saras.gov.ge) და აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

7. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის დასკვნითი შეფასების მქონე აუდიტორები/აუდიტორული ფირმები 2024 წლის 1 ივნისიდან განისაზღვრონ სავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად (ბოლო მონიტორინგის შედეგად მინიჭებული უფლებამოსილების/შეზღუდვის ფარგლებში).

8. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით მეხუთე კატეგორიის დასკვნითი შეფასების მქონე აუდიტორები/აუდიტორული ფირმები 2024 წლის 1 ივნისიდან განისაზღვრონ არასავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად (ბოლო მონიტორინგის შედეგად მინიჭებული უფლებამოსილების/შეზღუდვის ფარგლებში).

9. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით  მეოთხე კატეგორიის დასკვნითი შეფასების მქონე:

ა) აუდიტორები/აუდიტორული ფირმები 2024 წლის 1 ივნისიდან განისაზღვრონ სავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად (ბოლო მონიტორინგის შედეგად მინიჭებული უფლებამოსილების/შეზღუდვის ფარგლებში), ხოლო 2028 წლის 1 იანვრამდე სამსახურმა უზრუნველყოს მათი ხელახალი მონიტორინგი;

ბ) აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომელთაც შესრულებული აქვთ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სამსახურის რეკომენდაციები და შესასრულებელი ღონისძიებები, უფლებამოსილნი არიან, ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ვადის დადგომამდე, ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესით, საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართონ სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ, თუ სურთ მოიპოვონ სავალდებულო (შეზღუდვის გარეშე) აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება.

10. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით ,,კატეგორიის გარეშე“ სტატუსის მქონე აუდიტორები/აუდიტორული ფირმები განისაზღვრონ სავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად. ამ პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომლებიც არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა წარუდგენენ სამსახურს ინფორმაციას კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების შესახებ, შენარჩუნდებიან სავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად, სამსახურის მიერ მონიტორინგის განხორციელებისა და შესაბამისი შედეგების გამოვლენამდე, ხოლო აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომელთაც კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში არ ექნებათ დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და არ წარუდგენენ სამსახურს ინფორმაციას  კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების შესახებ, 2025 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრონ არასავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად (ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების/შეზღუდვის გათვალისწინებით). ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასავალდებულო აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორად/აუდიტორულ ფირმად განსაზღვრისას  სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას არ მისცეს მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი, სავალდებულო აუდიტს დაქვემდებარებული აუდიტორული მომსახურებ(ებ)ის დასრულების საშუალება.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო აუდიტორის/აუდიტორული ფირმის (რომელმაც არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა წარუდგინა სამსახურს ინფორმაცია კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების შესახებ) მონიტორინგს სამსახური განახორციელებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრული არასავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორის/აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორის უფლებამოსილება/შეზღუდვა ვრცელდება, როგორც  ნებისმიერ აუდიტორულ ფირმაში საქმიანობისას, ისე  საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელებისას (მათ შორის, რეესტრში აუდიტორის/გარიგების პარტნიორის ხელახალი რეგისტრაციისას).

13. 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით დაწყებული მონიტორინგების ფარგლებში მონიტორინგის საბოლოო შედეგების დასკვნითი შეფასებისას სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგებით აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება  მიანიჭოს შეზღუდვით.“.

3. მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისგან ინფორმაცია/დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის წესში (დანართი №3) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამსახური აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისგან, რომელსაც გავლილი არ აქვს მონიტორინგი ან რომელიც სამსახურის მიერ განისაზღვრა არასავალდებულო აუდიტორად/აუდიტორულ ფირმად, ელექტრონული ფორმით გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას ყველა ზომითი კატეგორიის სუბიექტთათვის ჩატარებულ ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ყველა ზომითი კატეგორიის სუბიექტისთვის ჩატარებულ ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებით ვალდებულია:“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე