დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/05/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016735 |
|
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2023 010250050.35.137.016662), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახური პროექტის სავარაუდო ღირებულებასა და მემორანდუმის პროექტს განსახილველად, გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას არანაკლებ 15 და არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესი. 1.ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მერია ახორციელებს, მემორანდუმით გათვალისწინებული ხელშეწყობის პროგრამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენას. 2. მერიის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ანგარიშზე განათავსებს, შესაბამისი ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული წილობრივი მონაწილეობით განსაზღვრულ თანხას, რომელიც გამოიანგარიშება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. 3. შესაბამის ანგარიშზე თანხის განთავსების შემდეგ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და მემორანდუმით განსაზღვრული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება მერიის მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; 4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ, ანგარიშზე განთავსებული თანხა სრულიად იქნება ათვისებული, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შეძენილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას.“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების დასახელება
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები