დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 906 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/11/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 13/12/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 07/07/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000370.01(2).000.000171 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (13/12/1996 - 24/06/2003)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება № 906
1996 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-18, 29-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდება (თან ერთვის).
2. შსს ზურგის მთავარმა სამმართველომ (ვ. დავითაია) უზრუნველყოს დისციპლინური წესდების სტამბური წესით დაბეჭდვა.
3. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
მინისტრი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
დანართი № 1
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდება
თავი 1
ზოგადი დებულებანი
1. შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდება მოიცავს რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა ქცევის ნორმებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა შინაგან საქმეთა ორგანოების ყველა თანამშრომლისათვის.
შინაგან საქმეთა ორგანოებში რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა დისციპლინა ემყარება საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობებს, ამ წესდებით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით და ინსტრუქციებით დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, აგრეთვე რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თვითშეგნებას, სამსახურებრივი მოვალეობისა და დაკისრებული საქმისადმი მაღალ პასუხისმგებლობას.
2. დისციპლინა შინაგან საქმეთა ორგანოებში რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის თითოეულ პირს ავალდებულებს:
- ხელმძღვანელობდეს კანონის უზენაესობის პრინციპით და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქმედებდეს მხოლოდ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერსებიდან გამომდინარე;
- ფხიზლად და თავდადებულად იცავდეს საზოგადოებრივ წესრიგს, სახელწმიფოს, მოქალაქეთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრებას, მათ უფლებებსა და თავისუფლებებს დანაშაულებრივი ხელყოფისაგან;
- დაიცვას და ზუსტად შეასრულოს ფიცის, წესდებების, ბრძანებების მოთხოვნები და უფროსთა განკარგულებები.
- მკაცრად დაიცვას სახელმწიფოებრივი და სამსახურებრივი საიდუმლოება;
- იყოს ჰუმანური, სამართლიანი, პატიოსანი და განათლებული, განუწყვეტლივ იმაღლებდეს პროფესიული მომზადების დონეს;
- ხელს უწყობდეს უფროსებს პირად შემადგენლობას შორის დისციპლინისა და წესრიგის განმტკიცებაში, პატივს სცემდეს სამსახურითა და წოდებით უფროსებს, იყოს თავაზიანი, იცავდეს მისალმებისა და დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების წესებს;
- ღირსეულად იქცეოდეს სამსახურის გარეთ, იყოს სანიმუშო საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეობრივი მორალის დაცვაში.
3. შინაგან საქმეთა ორგანოებში მტკიცე დისციპლინა მიიღწევა;
- რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა შორის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის, მაღალი ზნეობრივი და საქმიანი თვისებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი შეგნებული დამოკიდებულების გამომუშავებით;
- საწესდებო მოთხოვნების დაცვით;
- კანონიერების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფით, ხელქვეითთა მიმართ უფროსების ყოველდღიური მომთხოვნელობით, დარწმუნებისა და იძულების ზომების სწორი შეხამებითა და გამოყენებით.
4. უფროსი პასუხისმგებელია თავის ხელქვეითთა შორის დისციპლინის მდგომარეობისათვის. იგი ვალდებულია ჩაუნერგოს ხელქვეითებს კანონების, ფიცის, წესდებების, ბრძანებებისა და განკარგულებების მოთხოვნათა განუხრელად შესრულების, პასუხისმგებლობის გრძნობის, საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობისა და ღირსების შეგნება, წაახალისოს ისინი სამსახურებრივი წარმატებებისათვის და დასაჯოს გადაცდომებისათვის.
უფროსი განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს ხელქვეითთა გადაცდომების მიზეზების დროულად გამოვლენასა და თავიდან აცილებას, დისციპლინის დარღვევებისადმი შეურიგებელი დამოკიდებულების ატმოსფეროს შექმნას, ამასთანავე იგი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში გამიყენოს კოლექტივის საზოგადოებრივი ზემოქმედების ძალა.
უფროსი უნდა იძლეოდეს დისციპლინის მკაცრი დაცვის მაგალითს, ხოლო მისი ბრძანება უნდა სრულდებოდეს უსიტყვოდ, ზუსტად და ვადაში. უფროსი სრულად აგებს პასუხს მის მიერ გაცემული ბრძანების მართლზომიერებისათვის.
5. ხელქვეითების მიერ დისციპლინის დარღვევისას უფროსმა უნდა შეახსენოს მას სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების საჭიროება, გააფრთხილოს, რომ დაუშვებელია ამგვარი ქმედობა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ჩადენილი გადაცდომის ხარისხისა და სიმძიმის მიხედვით დაადოს ბრალეულ პირს შესაბამისი დისციპლინური სასჯელი ან გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიება.
დისციპლინური წესით დასჯილი რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები არ თავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, თუ მათი ქმედება შეიცავს დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს.
6. წახალისების გამოყენება და დისციპლინური სასჯელის დადება შეუძლიათ მხოლოდ პირდაპირ უფროსებს, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პირდაპირი უფროსები არიან უფროსები, რომლებსაც რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები ემორჩილებიან სამსახურებრივად, თუნდაც დროებით.
ხელქვეითისათვის უახლოესი პირდაპირი უფროსი არის მისი უშუალო უფროსი.
7. რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები, რომლებიც ერთმანეთს არ ემორჩილებიან სამსახურებრივად, ერთმანეთის მიმართ შეიძლება იყვნენ უფროსები ან უმცროსები. უფროსობა განისაზღვრება სპეციალური წოდებით.
წოდებით უფროსებს ყველა შემთხვევაში უფლება აქვთ მოსთხოვონ უმცროსებს დისციპლინის, ფორმის ტანსაცმლის ტარებისა და მისალმების წესების დაცვა.
8. რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა ერთობლივი სამსახურის დროს, თუ ისინი სამსახურებრივად არ ემორჩილებიან ერთმანეთს და ზემდგომი უფროსის მიერ არ არის განსაზღვრული მათი ურთიერთობა, უფროსს წარმოადგენს თანამდებობით უფროსი, ხოლო თანაბარი თანამდებობებისას - წოდებით უფროსი, რომელიც სარგებლობს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი დისციპლინური უფლებებით.
9. თანამდებობის დროებით შესრულებისას, როდესაც ეს ბრძანებით არის გამოცხადებული, უფროსი სარგებლობს დროებით შესასრულებელი თანამდებობის შესაბამისი დისციპლინური უფლებებით.
10. შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები სალამს იძლევიან საქართველოს შეიარაღებული ძალების წესდებებით გათვალისწინებული წესებით.
თავი 2
წახალისებანი
11. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი უმწიკვლო სამსახურისა და სხვა მიღწევებისათვის რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის წახალისებანი:
1. მადლობის გამოცხადება
2. პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება
3. 5 დღემდე დამატებით შვებულების მიცემა
4. მადლობის სიგელით დაჯილდოება
5. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება
6. მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
7. წინათ დადებული დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნა
8. სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისათვის, დამნაშავეობასთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის, აგრეთვე სახელმწიფოს წინაშე სხვა დამსახურებისათვის რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები შეიძლება წარდგენილ იქნენ სახელმწიფო ჯილდოზე.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებლებში კურსანტის ან მსმენელის მიმართ ზემოთ ჩამოთვლილის გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის წახალისებანი:
1. სასწავლებლის გაშლილ დროშასთან გადაღებული საკუთარი ფოტოსურათით დაჯილდოება
2. მშობლებისათვის მადლობის წერილის გაგზავნა
3. სასწავლებლის განლაგებიდან რიგგარეშედ თავისუფლად გასვლის ნებართვის მიცემა
4. სასწავლო დაწესებულების წარჩინებით დამთავრების გვარის საპატიო დაფაზე შეტანა.
თავი 3
დისციპლინური სასჯელები
13. სამსახურებრივი დისციპლინისა და სხვა დარღვევებისათვის შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი სახის დისციპლინური სასჯელები:
ა) რიგითი, უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის პირთათვის:
1. შენიშვნა
2. საყვედური
3. სასტიკი საყვედური
4. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა
5. თანამდებობიდან ჩამოქვეითება
6. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება.
7. დისციპლინური პატიმრობა ჰაუპტვახტში მოხდით 3-დან 10 დღე-ღამემდე
8. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა.
ბ) უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირთათვის:
1. შენიშვნა
2. საყვედური
3. სასტიკი საყვედური
4. თანამდებობიდან ჩამოქვეითება.
14. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებლებში გარდა, ზემოთ ჩამოთვლილისა, დისციპლინური სასჯელის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასწავლებლის განლაგებიდან მორიგი თავისუფლად გასვლის უფლების ჩამორთმევა 1 თვემდე და რიგგარეშე განწესში დანიშვნა 5 განწესამდე (გარდა ყარაულში დანიშვნისა), აგრეთვე სასწავლებლებიდან გარიცხვა;
15. რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირის მიმართ გამოყენებული წახალისება და დისციპლინური სასჯელი აღრიცხული უნდა იქნეს სამსახურებრივ ბარათში (დანართი 5), რომლის წარმოება სავალდებულოა ყველა შს ორგანოსა და ქვედანაყოფისთვის.
თავი 4
უფროსების უფლებები წახალისებათა და დისციპლინურ სასჯელთა გამოყენებისას
16. წახალისებასა და დისციპლინურ სასჯელს უფროსები იყენებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი ნომენკლატურის მიხედვით მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში თანახმად უფროსთა თანამდებობის, მათ მიერ წახალისებათა და დისციპლინურ სასჯელთა გამოყენების უფლებათა ნუსხისა, რომელიც თან ერთვის წესდებაქ (დანართის №1).
17. თუ ხელქვეითის მიმართ გამოსაყენებელი წახალისების ან დისციპლინური სასჯელის ზომა სცილდება უფროსის უფლებამოსილებას, იგი ვალდებულია აღძრას შუამდგომლობა ზემდგომი უფროსის წინაშე.
18. უფროსს, რომელიც გადააჭარბებს მისთვის მინიჭებულ დისციპლინურ უფლებებს ან გამოიყენებს სასჯელს, რომელსაც არ ითვალისწინებს წესდება, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო სასჯელს აუქმებს სასჯელის დამდები ან ზემდგომი უფროსი.
19. ზემდგომ უფროსს უფლება აქვს გააუქმოს, შეამსუბუქოს ან გაამკაცროს ქვემდგომი უფროსის მიერ დადებული სასჯელი, თუ იგი არ შეესაბამება ჩადენილი გადაცდომის სიმძიმეს.
20. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა, სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, თანამდებობიდან ჩამოქვეითება და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა შეუძლიათ უფროსებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი კატეგორიის პირების შინაგან საქმეთა ორგანოებში მიღების, სპეციალური წოდების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის და სამკერდე ნიშნით დაჯილდოების უფლება.
21. შინაგან საქმეთა ორგანოების საგამოძიებო აპარატების თანამშრომლებისათვის დისციპლინური სასჯელის დადება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევის გამო შეუძლიათ იმ უფროსებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ თანამდებობებზე დანიშვნის უფლება მხოლოდ შესაბამისი საგამოძიებო აპარატების ხელმძღვანელების, პროკურატურის წარდგინების ან სასამართლოს კერძო განჩინების საფუძველზე, ხოლო სხვა სახის დარღვევების გამო - ამ წესდებით გათვალისწინებული საერთო წესებით.
22. თუ რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირმა დისციპლინა დაარღვია რკინიგზის, საჰაერო, საზღვაო ან სხვა სახის ტრანსპორტით მგზავრობისას, აგრეთვე შვებულებაში, მივლინებაში ან სამკურნალოდ ყოფნისას, შინაგან საქმეთა ადგილობრივი ორგანოს უფროსი იღებს ზომებს დარღვევის აღსაკვეთად და ატყობინებს შემთხვევის შესახებ იმ პირის სამუშაო ადგილის მიხედვით, რომელმაც ჩაიდინა გადაცდომა.
შინაგან საქმეთა ორგანოების რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის პირი სამუშაო ადგილზე გამოცხადებისას ვალდებულია მოახსენოს თავის უშუალო ან ზემდგომ უფროსს ჩადენილი დისციპლინურ გადაცდომად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პასუხს აგებს დისციპლინური წესით.
თავი 5
წახალისებათა, დისციპლინურ სასჯელთა გამოყენებისა და აღსრულების წესები
23. წახალისება ცხადდება მხოლოდ ბრძანებით. სიტყვიერად გამოცხადებული სასჯელის მოხსნა შეიძლება როგორც ბრძანებით, ისე სიტყვიერად.
წახალისება რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირებს გამოეცხადებათ პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე.
მოქმედი დისციპლინური სასჯელის მქონე რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა მიმართ წახალისება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ადრე დადებული სასჯელის მოხსნის შემდეგ.
24. დისციპლინური სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესა და ბრალეულობის ხარისხს. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: გადაცდომის ხასიათი, გარემოებანი, რომელთა დროს იგი იქნა ჩადენილი, დამრღვევის ადრინდელი ყოფაქცევა, მისი დამოკიდებულება სამსახურისადმი, სამსახურებრივი სტაჟი და პროფესიული მომზადების დონე. დისციპლინური სასჯელის დადების წინ დამრღვევს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება.
25. ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის გამოიყენება მხოლოდ ერთი სახის სასჯელი.
დისციპლინის რამდენიმე პირის მიერ ერთობლივად დარღევის შემთხვევაში დისციპლინური სასჯელი დაედება თითოეულ პირს ცალ-ცალკე.
26. დისციპლინური დაპატიმრება ჰაუპტვახტში მოთავსებით, როგორც წესი, გამოიყენება შედარებით მძიმე ხასიათის გადაცდომის ჩადენისას, აგრეთვე ისეთ შემთხვევებში, როდესაც უფროსის მიერ მიღებული სხვა ზომები არასაკმარისი აღმოჩნა.
შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაპატიმრებისა და ჰაუტვახტში მოთავსების, როგორც დისციპლინური სასჯელის აღსრულების, წესი განსაზღვრულია ამ წესდების № 2 დანართში.
27. თანამდებობიდან ან სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების დისციპლინური სასჯელი, როგორც წესი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა დისციპლინურმა სასჯელებმა ბრალეულზე სათანადო ზემოქმედება ვერ მოახდინეს.
28. რიგითი, უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის პირების შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა დისციპლინური სასჯელის უკიდურესი ზომაა და გამოიყენება დისციპლინის სისტემატური და უხეში დარღვევებისა და ისეთი გადაცდომის ჩადენისათვის, რომელიც შეუთავსებელია შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურთან.
29. უფროსი დისციპლინურ სასჯელს იყენებს გადაცდომის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 დღე-ღამის ვადაში, ხოლო სამსახურებრივი მოკვლევისა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას - მისი წარმოებით დამთავრებიდან სულ გვიან ერთ თვეში, ბრალეული პირის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
დისციპლინური სასჯელის გამოყენება არ შეიძლება იმ პირის მიმართ, რომელიც იმყოფება შვებულებაში ან ბიულეტენზე, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი, ან იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის (შემოწმების) დროს გამოვლენილი დარღვევებიდან გასულია ორ წელზე მეტი.
იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გადაცდომა ჩაიდინეს მორიგეობის, საყარაულო ან საპატრულო სამსახურის პერიოდში, დისციპლინური სასჯელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მორიგეობისა და ყარაულის გამოცვლის ან მათი სხვა პირებით შეცვლის შემდეგ.
30. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირი, რომელმაც გადაცდომა ჩაიდინა, შეიძლება გადააყენოს გარკვეული დროით დაკავებული თანამდებობიდან მისმა უშუალო ან ზემდგომმა უფროსმა.
31. დისციპლინის დამრღვევი ნასვამი პირისაგან ახსნა-განმარტების მიღება ან მის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენება, როგორც წესი, უნდა გადაიდოს მის გამოფხიზლებამდე.
32. შენიშვნა, საყვედური, დანიშვნა რიგგარეშე განწესში, სასწავლებლის (ქვედანაყოფის) განლაგებიდან თავისუფლად გასვლის უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოცხადდეს როგორც ბრძანებით, ასევე სიტყვიერად. დანარჩენი დისციპლინური სასჯელები ბრალეულ პირს გამოეცხადება ბრძანებით პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე.
33. დისციპლინური სასჯელი უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, - არა უგვიანეს ერთი თვისა მისი დადებიდან. ერთი თვის გასვლის შემდეგ სასჯელი არ აღსრულდება, მაგრამ იგი ექვემდებარება აღრიცხვას.
პირი, რომლის მიზეზითაც სასჯელი არ აღსრულდება, პასუხს აგებს დისციპლინური წესით.
34. დისციპლინური სასჯელის გასაჩივრება არ იწვევს სასჯელის აღსრულების შეჩერებას, თუ იგი იქნება ზემდგომი უფროსის განკარგულება მისი გაუქმების შესახებ.
35. დისციპლინური სასჯელი მოხსნილად ითვლება, თუ მისი გამოცხადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირს არ დაედო ახალი დისციპლინური სასჯელი. ერთი წლის ვადის გასვლა თავისთავად არ იწვევს სამკერდე ნიშნის დაბრუნებას, აგრეთვე აღდგენას წოდებაში ან თანამდებობებზე. წახალისების წესით დისციპლინური სასჯელი შეიძლება მოიხსნას ერთი წლის ვადის გასვლამდე.
სიტყვიერად გამოცხადებული სასჯელი ითვლება მოხსნილად ერთი თვის ვადის გავლის შემდეგ.
რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაწინაურების საკითხი, რომელთაც დისციპლინური სასჯელი დაედოთ თანამდებობიდან ჩამოქვეითების სახით, ყველა შემთხვევაში წყდება საერთო საფუძველზე საატესტაციო წესით.
სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების სახით დისციპლინური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ადრინდელი წოდების აღდგენა შეიძლება არა უადრეს ერთი წლისა წოდების ჩამოქვეითების დღიდან, თუ დასჯილმა პირმა დაამტკიცა თავისი გამოსწორება სანიმუშო სამსახურითა და ყოფაქცევით.
რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირებისათვის გამოცხადებული მოქმედი შენიშვნები, საყვედურები მათ თადარიგში გასვლისას და გადადგომისას ძალას კარგავენ გათავისუფლებისთანავე.
36. ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნის უფლება აქვს უფროსს, რომელმაც გამოიყენა სასჯელი, აგრეთვე მის თანაბარუფლებიან ან პირდაპირ ზემდგომ უფროსს.
ზემდგომი უფროსის მიერ გამოყენებული სასჯელის ვადამდე მოსახსნელად უშუალო უფროსი შუამდგომლობას აღძრავს ზემდგომი უფროსის წინაშე ინსტანციის მიხედვით.
დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნა, გარდა სიტყვიერად გამოცხადებულისა, ცხადდება ბრძანებით, რასაც დაინტერესებულ პირს ატყობინებენ მწყობრის წინ ან თათბირზე.
37. ყველა წახალისება და დისციპლინური სასჯელი, გარდა შენიშვნისა და სიტყვიერი საყვედურისა, ექვემდებარება აღრიცხვას.
წახალისებათა და დისციპლინურ სასჯელთა აღრიცხვა წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
თავი 6
შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის წესები
38. მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივ საქმიანობაში არსებული სხვა ნაკლოვანებების აღმოჩენისას შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირი ვალდებულია ამის შესახებ წინადადებით ან განცხადებით მიმართოს უშუალო ან ზემდგომ უფროსს, თვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსაც კი.
39. შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელს უფლება აქვს გაასაჩივროს თანამდებობის პირთა არამართლზომიერი ქმედობა ინსტანციის მიხედვით, ხოლო მისი შს ორგანოებიდან დათხოვნის შემთხვევაში - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს წესით.
40. უფროსი, რომლის კომპეტენციასაც სცილდება წინადადებაში, განცხადებაში ან საჩივარში დასმული საკითხების გადაწყვეტა, ვალდებულია 5 დღის განმავლობაში გადაუგზავნოს იგი შესაბამის თანამდებობის პირს ან ორგანოს (დაწესებულებას), რასაც აცნობებს განმცხადებელს.
არ დაიშვება საჩივრის გადაგზავნა იმ უფროსისათვის, რომლის მოქმედებაც საჩივრდება.
41. შემოსულ წინადადებაში, განცხადებასა და საჩივარში დასმული საკითხების გადაწყვეტისას დაშვებული შეცდომის, უსამართლობისა და უკანონო მოქმედებისათვის უფროსს დაეკისრება დისციპლინური ან სხვა სახის პასუხისმგებლობა.
42. განცხადებასა და საჩივარში დასმული საკითხები უნდა გადაწყდეს ერთ თვეში, ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი არ საჭიროებენ დამატებით შემოწმებას, არა უგვიანეს 10 დღისა. საგანგებო შემთხვევისას მოკვლევა წარმოებს 15 დღის ვადაში.
სპეციალური შემოწმების მოსაწყობად, დამატებითი მასალების მოსაპოვებლად ან სხვა ზომების მისაღებად, რაც აუცილებელია განცხადებაში დასმული საკითხების გადასაწყვეტად, შესაძლებელია უფროსმა, გამონაკლისის სახით, გააგრძელოს გადაწყვეტის ვადა, მაგრამ, არაუმეტეს ერთი თვისა, რაც უნდა ეცნობოს განმცხადებელს ან გამსაჩივრებელს.
43. დისციპლინური სასჯელის აღსრულებაში მოყვანიდან სამი თვის გასვლის შემდეგ საჩივარი გამოყენებული დისციპლინური სასჯელის უკანონობაზე აღარ განიხილება.
44. შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირებს ცილისმწამებლური, ცრუ ხასიათის განცხადებისა და საჩივრისათვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
დანართი № 1
უფროსთა თანამდებობების, მათ მიერ წახალისებათა და დისციპლინურ სასჯელთა გამოყენების უფლებათა ნუსხა
------------------------------------------------------------------------------------------------------
უფროსთა თანამდებობების უფროსთა უფლებები
დასახელება ----------------------------------------------
წახალისების გამოყენებაში დისციპლინური სასჯელის დადებაში
1 |
2 |
3 |
4 |
|
|
|
|
1.
|
1. ათეულის მეთაური; ოცეულის მეთაური; პოლიციის ქვეგანყოფილების, სატრანსპორტო შს ქვეგანყოფილების, სამედიცინო ქვეგანყოფილების, მიმღებ-გამანაწილებლის, დროებითი მოთავსების იზოლატორის, სპეცმიმღების, სპეცკომენდატურის უფროსი;
ყარაულის, გასამხედროებული ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის, ცალკეული საგუშაგოს, ხანძარსაწინააღმდეგო კავშირის ცენტრალური პუნქტის უფროსი;
რკინიგზაზე სპეციალური გადაზიდვების დამოუკიდებელი ქვეგანყოფილების უფროსი;
შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს ათეულის, ოცეულის, ცალკე ესკადრილიის მეთაური
|
მადლობის გამოცხადება;
ადრე მათ მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა
|
შენიშვნის გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; რიგგარეშე სამსახურებრივ ან სამუშაო განწესში დანიშვნის 1 განწესით
|
2. |
2. ასეულის, ათასეულის მეთაური; სასწავლებლების კურსის უფროსი;
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მის მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა;
|
შენიშვნების გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასწავლებლის განლაგებიდან თავისუფლად გასვლის უფლების ჩამორთმევა 3 კვირამდე.
|
3. |
შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს ბატალიონის მეთაური;
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მის მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა;
|
შენიშვნების გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასწავლებლის განლაგებიდან თავისუფლად გასვლის უფლების ჩამორთმევა 3 კვირამდე. რიგითი შემადგენლობის პირთა დაპატიმრება 5 დღე-ღამემდე.
|
4
|
საპყრობილის, შრომა-გასწორების კოლონიის, კოლონია-დასახლების, შრომა-აღმზრდელობითი კოლონიის, საგამოძიებო იზოლატორიs, რესპუბლიკური საავადმყოფოს, გასამხედროებული ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის უფროსი;
რესპუბლიკური ჰოსპიტალის უფროსი საკუთრების დაცვის განყოფილების, რკინიგზაზე სპეციალური გადაზიდვების განყოფილების უფროსი; სასწავლო ცენტრის, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მუდმივმოქმედი კურსების უფროსი;
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მათ მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა;
სასწავლებლის განლაგებიდან რიგგარეშედ თავისუფლად გასვლის უფლების მიცემა.
|
შენიშვნების გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასტიკი საყვედურის გამოცხადება; სასწავლებლის განლაგებიდან თავისუფლად გასვლის უფლების ჩამორთმევა 1 თვემდე; რიგგარეშე სამსახურებრივ ან სამუშაო განწესში დანიშვნა 5 განწესამდე.
|
5. |
შინაგან საქმეთა საქალაქო, რაიონული სამმართველოს, შინაგან საქმეთა რაიონული, საქალაქო განყოფილების, სატრანსპორტო შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი; შსს საფელდეგერო სამსახურის უფროსი
|
მადლობის გამოცხადება;
ადრე მათ მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა
|
შენიშვნის გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასტიკი საყვედურის გამოცხადება’ მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 3 თვემდე; რიგითი შემადგენლობის პირთა დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება; რიგით შემადგენლობის პირთა დათხოვნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
|
6. |
ცალკე პოლკის უფროსი; გენერალ გია გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი, შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უფროსი
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მათ მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა
|
შენიშვნის გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასტიკი საყვედურის გამოცხადება; მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 3 თვემდე;
რიგითი შემადგენლობის პირთა დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
რიგითი შემადგენლობის პირთა დათხოვნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან; რიგითი შემადგენლობის პირთა დაპატიმრება 5 დღე-ღამემდე;
|
7. |
შინაგანი ჯარების ბრიგადის მეთაური
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მის მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა
|
შენიშვნის გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასტიკი საყვედურის გამოცხადება; მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 3 თვემდე;
რიგითი შემადგენლობის პირთა დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება; რიგითი შემადგენლობის პირთა დათხოვნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან; რიგითი შემადგენლობის პირების დაპატიმრება 7 დღე-ღამემდე.
|
8. |
ცენტრალური აპარატის არმქონე მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები
|
|
შენიშვნების გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება. სასტიკი საყვედურის გამოცხადება, მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 6 თვემდე;
|
9 |
საკუთრების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციის მთავარი სამმართველოების უფროსები
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მათ მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა;
პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; რიგითი შემადგენლობის პირთათვის მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
|
შენიშვნების გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასტიკი საყვედურის გამოცხადება, მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 6 თვემდე; რიგითი შემადგენლობის პირთათვის სპეციალური წოდების დაკლება; რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება; რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დათხოვნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;
|
10. |
სამხარეო მთავარი სამმართველოს, სამხარეო სამმართველოს უფროსები
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მათ მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა;
პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
|
შენიშვნების გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასტიკი საყვედურის გამოცხადება, მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 6 თვემდე; რიგითი შემადგენლობის პირთათვის სპეციალური წოდების დაკლება; რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება; დაპატიმრება 5 დღე-ღამემდე;
რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დათხოვნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან;
|
11 |
საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის უფროსი
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მის მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა; პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; კურსანტის ან მსმენელის პირადი ფოტოსურათით დაჯილდოება; აკადემიის განლაგებიდან კურსანტის რიგგარეშედ თავისუფლად გასვლის ნებართვის მიცემა; სტიპენდიის მომატება; წარჩინებით დამთავრებულის გვარის საპატიო დაფაზე შეტანა.
|
შენიშვნების გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება. სასტიკი საყვედურის გამოცხადება; კურსანტის დაპატიმრება 5 დღე-ღამემდე; აკადემიის განლაგებიდან თავისუფლად გასვლის უფლების ჩამორთმევა 1 თვემდე; რიგგარეშე სამსახურებრივ ან სამუშაო განწესში დანიშვნა 5 განწესამდე; აკადემიიდან გარიცხვა.
|
12. |
აფხაზეთის და აჭარის შს მინისტრები; ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსი; სატრანსპორტო პოლიციის, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოების უფროსები:
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მათ მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა; პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; რიგითი შემადგენლობის პირთათვის მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
|
შენიშვნის გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასტიკი საყვედურის გამოცხადება;
მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 6 თვემდე; რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება; რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დათხოვნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან; დაპატიმრება 7 დღე-ღამემდე.
|
13. |
. შინაგანი ჯარების სარდალი
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მათ მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა; პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; რიგითი შემადგენლობის პირთათვის მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
|
შენიშვნის გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასტიკი საყვედურის გამოცხადება; მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 6 თვემდე; რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება; რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დათხოვნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან; დაპატიმრება 10 დღე-ღამემდე.
|
14. |
კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მის მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა; პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება. ყოფილი თანამშრომლების შინაგან საქმეთა ორგანოებში აღდგენა ან ხელახლა მიღება
|
შენიშვნის გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასტიკი საყვედურის გამოცხადება; მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 6 თვემდე; რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება; რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დათხოვნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან; დაპატიმრება 7 დღე-ღამემდე.
|
15 |
საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, მინისტრის მოადგილე, იმავე დეპარტამენტის თამვჯდომარე
|
მადლობის გამოცხადება; ადრე მის მიერ დადებული დისციპლინური სასჯელის მოხსნა; პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.
|
შენიშვნის გამოცხადება; საყვედურის გამოცხადება; სასტიკი საყვედურის გამოცხადება; მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების შეჩერება 6 თვემდე; რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება; რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების დათხოვნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან; დაპატიმრება 7 დღე-ღამემდე.
|
დანართი № 2
ჰაუპტვახტში მოთავსებით დაპატიმრების აღსრულების წესი
1. შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირის დაპატიმრების აღსრულება წარმოებს მისი თანაბარი ან უფრო მაღალი წოდების მქონე პირის მიერ სასჯელის დამდები უფროსის ან შესაბამისი ორგანოს უფროსის მითითებით.
2. ყველა დაპატიმრებულს ჰაუპტვახტში წასვლის წინ დაპატიმრების აღმასრულებელი პირების მიერ ჩამოერთმევათ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები, გარდა ამისა, აღწერით ჩამოერთმევათ ფული და ნივთები, რომელთა შენახვა ჰაუპტვახტში აკრძალულია. დაპატიმრებულნი საკუთარ ორდერებს, მედლებს, სამკერდე ნიშნებს, თამასებს ორდერებისა და მედლების ლენტებით ჰაუპტვახტში წასვლის წინ შესანახად აბარებენ ორგანოს მორიგეს.
3. პატიმრობის სახით დასჯილი რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირნი ჰაუპტვახტში მიდიან თვითონ, შესაბამისი ჩანაწერით, რომელსაც ხელს აწერს სასჯელის დამდები უფროსი ან ორგანოს უფროსი.
4. თვით ჰაუპტვახტის ან მასში თავისუფალი ადგილის არარსებობის შემთხვევაში რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პორები შეიძლება მოთავსებული იყვნენ შესაბამის ორგანოში არსებულ განსაკუთრებულ ოთახში ორგანოს მორიგის მეთვალყურეობის ქვეშ.
5. რიგითი შემადგენლობის დაპატიმრებული პირები თავსდებიან პატიმრობაში მყოფ უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის პირთაგან განცალკევებით. უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის პირები თავსდებიან უფროს მეთაურთა შემადგენლობის პირთაგან განცალკევებით.
6. დაპატიმრებული პირები ვალდებული არიან დაიცვან ჰაუპტვახტში არსებული წესები, შეასრულონ ჰაუპტვახტის უფროსის ან შს ორგანოს მორიგის განკარგულებები.
7. შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების ჰაუპტვახტში ყოფნის პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
ინსტრუქცია
რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირების ჰაუპტვახტში ყოფნის პირობების შესახებ
1. დისციპლინური წესით დაპატიმრებული რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები ჰაუპტვახტში (განსაკუთრებულ ოთახში) იმყოფებიან იმ ვადით, რომელიც მითითებულია ჩანაწერზე დაპატიმრების შესახებ (დანართი 3).
ჰაუპტვახტში ყოფნა დაპატიმრების შესახებ ჩანაწერის გარეშე ან მითითებულ ვადაზე მეტ ხანს აკრძალულია.
2. პირები, რომელთაც ეკისრებათ დაპატიმრების აღსრულება, ვალდებული არიან:
- წინასწარ შეიტყონ, არის თუ არა ჰაუპტვახტში თავისუფალი ადგილები;
- გააფორმონ ჩანაწერი დაპატიმრების შესახებ;
- უზრუნველყონ დაპატიმრებულის სამედიცინო შემოწმება;
- ჩამოართვან დაპატიმრებულს ფული და ნივთები, რომელთა შენახვა ჰაუპტვახტში აკრძალულია, აგრეთვე მათ ხელთ არსებული სამსახურებრივი დოკუმენტები;
- ჩამოართვან დაპატიმრებულს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები;
- ორგანოს მორიგესთან ერთად და დაპატიმრებულის თანდასწრებით შეადგინონ ჩამორთმეული ნივთების აღწერა, რომელშიც აგრეთვე შედის დაპატიმრებულის მიერ ჩაბარებული ორდენები და მედლები, თამასები ორდენებისა და მედლების ლენტებით, საპატიო წოდებათა აღმნიშვნელი სამკერდე ნიშნები;
- შეატყობინონ დაპატიმრებულს მისი პატიმრობის ვადა, ჰაუპტვახტში წასვლის დრო და წესი;
- შეამოწმონ დაპატიმრებულის მისვლა ჰაუპტვახტში;
- მოახსენონ შესაბამის უფროსს დაპატიმრების აღსრულება.
3. დაპატიმრებულისათვის ჩამორთმეული ნივთები და საგნები, აგრეთვე მის მიერ ჩაბარებული ორდენები და მედლები, თამასები ორდენებისა და მედლების ლენტებით, საპატიო წოდებების აღმნიშვნელი სამკერდე ნიშნები დაპატიმრების ვადის გასვლამდე ინახება შს ორგანოს მორიგესთან. ამოღებული სამსახურებრივი დოკუმენტები გადაეცემათ (გადაეგზავნებათ) შესაბამის უფროსებს.
4. რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის დაპატიმრებული პირები ვალდებული არიან ჰაუპტვახტში გამოცხადდნენ ფორმის ტანსაცმლით და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელ საბუთები, კვებისთვის საჭირო ფული, ტუალეტის ნივთები. 7 დღე-ღამემდე მეტი ხნით დაპატიმრებულებს, გარდა ამისა, უნდა ჰქონდეთ სუფთა გამოსაცვლელი თეთრეული.
5. ჰაუპტვახტის უფროსი (მორიგე) რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა დაპატიმრებისას:
- დაპატიმრებულის საბუთების მიხედვით ადგენს მის პიროვნებას და ამოწმებს დაპატიმრების შესახებ ჩანაწერის შევსების სისწორეს;
- ამოწმებს და დაპატიმრებული პირების ფორმის ტანსაცმელს, საჭირო საგნების, თეთრეულისა და ტუალეტის ნივთების არსებობას;
- ჩამოართმევს რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის დაპატიმრებულ პირებს ნივთებსა და საგნებს, რომელთა შენახვაც არ არის დაშვებული, მათ შორის ფულს, აღჭურვილობას, ქამრებს, ფეხსაცმლის თასმებს, აჭიმებს, მჭრელ და მჩხვლეტავ საგნებს, თამბაქოს ნაწარმს, ასანთს, სანთებელას და ა. შ. ;
- აცნობს დაპატიმრებულთ დისციპლინურ პატიმრობაში ყოფნისა და ჰაუპტვახტში არსებულ წესებს;
- ათავსებს დაპატიმრებულთ ჰაუპტვახტში.
6. ჰაუპტვახტში მისაღებ პირებს გამოეცხადებათ იმ ნივთებისა და საგნების სია, რომელთა შენახვაც შეუძლიათ. გარდა ამ ინსტრუქციის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთებისა და საგნებისა, მათ აქვთ უფლება თან იქონიონ წიგნები და სხვა საჭირო ნივთები.
7. ჩამორთმეული ნივთების, საგნების, საბუთების, ნუსხა და ფულის რაოდენობა ჰაუპტვახტის უფროსს (მორიგეს) დაპატიმრებულის თანდასწრებით შეაქვს დაპატიმრებულთა აღრიცხვის წიგნში (დანართი 4) და აძლევს დაპატიმრებულს ხელწერილს მათი მიღების შესახებ.
პირადი საბუთები დაპატიმრებულთ შეუძლიათ იქონიონ თან ან ჩააბარონ შესანახად ჰაუპტვახტის უფროსს (მორიგეს).
8. ოფიცერთა შემადგენლობის პირებს ძილის დროს ეძლევათ: თხელი საბანი, ორი ზეწარი, ბალიშის პირით და ლეიბით, ხოლო რიგითი შემადგენლობის პირებს - შინელი (ფორმის პალტო).
ჰაუპტვახტში 18 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის შემთხვევაში შინელი (ფორმის პალტო) შეიძლება გაიცეს დღისითაც.
9. რიგითი შემადგენლობის დაპატიმრებული პირები გასასეირნებლად გამოჰყავთ ყოველდღიურად 1 საათის განმავლობაში, ოფიცერთა შემადგენლობის პირები ამავე დროის განმავლობაში ყოველდღე სეირნობენ დამოუკიდებლად.
დანარჩენი დროის განმავლობაში რიგითი შემადგენლობის პირები ჰაუპტვახტში იმყოფებიან დაკეტილ საკანში. საკანი, სადაც მოთავსებული არიან ოფიცერთა შემადგენლობის პირები, არ იკეტება და აღნიშნული პირები იმყოფებიან ჰაუპტვახტის უფროსის (მორიგის) მეთვალყურეობის ქვეშ.
10. პატიმრობაში ყოფნის დროს რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირებს ეკრძალებათ თამაში, სიმღერა, ფანჯრიდან საუბარი, ხმაური, მნახველებთან შეხვედრა, წერილების გაგზავნა და მიღება. მათ შეუძლიათ გაზეთების, სპეციალური და სხვა ლიტერატურის კითხვა.
დაპატიმრებულთ თამბაქოს მოწევის ნებართვა ეძლევათ მხოლოდ განკუთვნილ ადგილას.
11. პატიმრობაში მყოფი რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები ვალდებული არიან დაიცვან ჰაუპტვახტში არსებული წესები, შეასრულონ ჰაუპტვახტის უფროსის ან მორიგის განკარგულებები. დადგენილი წესების შეუსრულებლობისათვის ან ჰაუპტვახტის უფროსის (მორიგის) განკარგულების შესრულებაზე უარის თქმისთვის, შესაბამის უფროსს შეუძლია ასეთ პირს დაადოს დისციპლინური სასჯელი.
12. რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის დაპატიმრებულ პირს აქვს ფასიანი კვება. დაპატიმრებულ პირს კვების წესს უდგენს ჰაუპტვახტის უფროსი (მორიგე).
13. დაპატიმრებულნი ჰაუპტვახტიდან თავისუფლდებიან პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ჰაუპტვახტის უფროსის (მორიგის) მიერ.
14. რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირთა ჰაუპტვახტიდან გათავისუფლებისას ჰაუპტვახტის უფროსი (მორიგე) დაპატიმრებულთა აღრიცხვის წიგნში აკეთებენ ჩანაწერს პატიმრობიდან გათავისუფლების დროის შესახებ, ხელწერილით უბრუნებს პირად ნივთებს, საგნებს, საბუთებს, ფულს და ჩანაწერს პატიმრობის შესახებ მისი გათავისუფლების აღნიშვნით.
15. რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ვალდებული არიან გამოცხადდნენ თავიანთ სამუშაო ადგილზე, მოახსენონ გათავისუფლება უშუალო ან ზემდგომ უფროსს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში მორიგეს და მითითებულ დროს შეუდგნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.
16. ჰაუპტვახტიდან დაბრუნების და შესაბამის უფროსთან წარდგენის შემდეგ რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირები ჩანაწერს დაპატიმრების შესახებ აბარებენ შს ორგანოს მორიგეს.
დანართი №3
ჩანაწერი დაპატიმრების შესახებ
(წინა მხარე)
---------------------------------------- -----------------------
(ორგანოს დასახელება) (თარიღი)
ჩანაწერი დაპატიმრების შესახებ
_____________________________________________________________________
(დაპატიმრებულის სპეციალური წოდება, გვარი, სახელი, მამის სახელი
------------------------------------------------------------------------------------------------------
თანამდებობა)
-------------------------------------------------------------------------------------------
19 ------ წლის ------------------ № --------------- ---- ბრძანებით დაპატიმრებულია
-------------------- დღე-ღამით ჰაუპტვახტში მოთავსებით.
ჯანმრთელობის მდგომარეობა -----------------------------------------------------------------
არ უშლის ხელს მის პატიმრობაში ყოფნას
------------------------------------------------------------------------------------------------------
(ექიმის ხელმოწერა, რომელმაც გასინჯა დაპატიმრებული, თარიღი)
შს ორგანოს (ქვედანაყოფის) ბეჭედი
------------------------------------------------------------------------------------------------------
(უფროსის თანამდებობა, წოდება და ხელმოწერა)
დაპატიმრების დრო -----------------------------------------------------------------------
(თარიღი, საათები, წუთები)
პატიმრობიდან გათავისუფლების დრო -----------------------------------------------------
(თარიღი, საათები, წუთები)
ჰაუპტვახტის უფროსის (შს ორგანოს მორიგის) ხელმოწერა
ჩანაწერი დაპატიმრების შესახებ
(უკანა მხარე)
დაპატიმრებულისათვის ჩამორთმეული ნივთებისა და საბუთების აღწერა
1. -------------------------------------------------------------------------------------
2. -------------------------------------------------------------------------------------
3. -------------------------------------------------------------------------------------
4. -------------------------------------------------------------------------------------
5. -------------------------------------------------------------------------------------
6. ---------------------და ა. შ. -------------------------------------------------------
ჰაუპტვახტის უფროსის (შს ორგანოს მორიგის)
ხელმოწერა, თარიღი
დაპატიმრებულის ხელმოწერა, თარიღი
აღწერაში მითითებული ნივთები
და საბუთები მივიღე
----------------------------------------------------------
(პატიმრობამოხდილის ხელმოწერა, თარიღი)
დანართი №4
დაპატიმრებულთა აღრიცხვის წიგნი
-----------------------------------------------
ორგანოს დასახელება, რომელთანაც არის
-------------------------------------------------
შექმნილი ჰაუპტვახტი (განსაკუთრებული ოთახი)
------------------------------------------------------------------------------------------------------
№
|
დაპატიმრებულის
თანამდებობა, სპეციალური წოდება, გვარი, სახელი
|
პატიმრობის ვადა
|
მიღებული ნივთები, საბუთები, ფული
|
დაპატიმრების დრო
|
პატიმრობის ვადის დამთავრება
|
აღნიშვნა გათავისუფლების შესახებ
|
ხელმოწერა ნივთების, საბუთების ფულის მიღების შესახებ
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
დანართი №5
სამსახურებრივი ბარათი
(წინა მხარე)
------------------------------------------------------------------------------------------------------
(შინაგან საქმეთა ორგანოს დასახელება)
------------------------------------------------------------------------------------------------------
1. თანამდებობა ----------------------------------------------------------------------------------
2. წოდება ------------------------------------------------------------------------------------------
3. გვარი, სახელი, მამის სახელი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. შინაგან საქმეთა ორგანოებში მსახურობს
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. წახალისებანი
N
|
რისთვისაა წახალისებანი
|
წახალისების სახე
|
წახალისების თარიღი, ბრძანების ნომერი
|
ვის მიერ არის წახალისებული
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
სამსახურებრივი ბარათი
(უკანა მხარე)
6. დისციპლინური სასჯელი
რის გამო აქვს დადებული სასჯელი (მიყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა) |
როდის ჩაიდინა გადაცდომა |
სასჯელის სახე |
როდის დაედო სასჯელი (თარიღი, ბრძანების ნომერი) |
ვის მიერაა დადებული სასჯელი |
როდის და ვის მიერ მოეხსნა |
სამსახურებრივი ბარათის წარმოების წესი
1. წახალისებებისა და დისციპლინური სასჯელების აღრიცხვას აწარმოებს შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის მიერ დანიშნულების პირი.
2. სიტყვიერად გამოცხადებული წახალისებებსა და დისციპლინურ სასჯელებს უფროსი ატყობინებს წახალისებებისა და დისციპლინური სასჯელების მწარმოებელ პირს.
3. სამსახურებრივი ბარათები განლაგდება ანბანის მიხედვით.
4. შინაგან საქმეთა ორგანოდან რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის პირის წასვლიდან სამი წლის გასვლის შემდეგ სამსახურებრივი ბარათი ნადგურდება.
დოკუმენტის კომენტარები