დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “№1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) და №5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილებების შექმნის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1820 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 07/10/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.030.22.027.007.771 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/10/2005 - 21/09/2020)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.030.22.027.007.771
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1820
2005 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
№1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) და №5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილებების შექმნის შესახებ
“პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას:
ა) №1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილება;
ბ) №5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილება.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე) უზრუნველყოს №1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) და №5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილებების შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 8 სექტემბრის №998 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები