გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016600
46
01/05/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
010250050.35.166.016600
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2024 წლის 1 მაისი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 1 ლარით.

 

მუხლი 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე შეღავათიანი ტარიფით, 0.5 ლარით, მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს.

2. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირებს – დევნილებს.

3. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს.

4. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

5. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

6. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან მშობელს რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს.

8. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.

9. გურჯაანის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია – მოქალაქეთა თანადგომა“ ბენეფიციარებს.

10. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

მუხლი 3
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სკოლების მოსწავლეებს.
მუხლი 4
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორცილებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური“ (ს/ნ 427745835).

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს საამისოდ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.

3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ს „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური“ (ს/ნ 427745835) მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ სუბიექტთან გააფორმოს ხელშეკრულება.  

მუხლი 5
1.  სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი  სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 427745835) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური“ (ს/ნ 427745835) უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.

3. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება  უფასო განბლოკვას.

4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 431439516) მოთხოვნის საფუძველზე,  მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.

5. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის  საფუძველზე.

მუხლი 6
ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურის“ (ს/ნ 427745835) ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს  გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.
მუხლი 8
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურმა“ (ს/ნ 427745835) ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურის“ ანგარიშზე  მგაზვრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი