„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 1 მაისის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016605
51
11/07/2024
ვებგვერდი, 15/07/2024
010250050.35.166.016605
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 1 მაისის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2024 წლის 11 ივლისი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 1 მაისის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 1 მაისის №46 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 02/05/2024, 010250050.35.166.016600) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორცილებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული უფლებამოსილი სუბიექტი.

2.  ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს საამისოდ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს მგზავრებისთვის, მათ შორის ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისათვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.

მუხლი 5

1.  სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაზიანების ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

2. მგზავრი ვალდებულია მგზავრობისას მგზავრობის დაწყებისთანავე ელექტრონული გადახდის საშუალებით (მათ შორის, თავისი კუთვნილი პერსონიფიცირებული, უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობისთვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული გადახდის საშუალებით) გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა, რაც გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას.

3. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი  სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას.

4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება  უფასო განბლოკვას.

5. ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.

6. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრულ პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის  საფუძველზე.“.

2. დადგენილების მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი სუბიექტის ანგარიშზე.

მუხლი 8

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა სუბიექტმა ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და მგზავრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი