„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017812
104
29/03/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
040170310.22.033.017812
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №104

2024 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 02/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017377) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „ცენტრალური სისტემის მოთხოვნები/სტანდარტები“ (დანართი №4).“.

2. ბრძანებით  დამტკიცებული „სათამაშო აპარატების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №2):

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

7. მოთამაშის ბარათი  ოპერატორის მიერ მოთამაშის რეგისტრაციისას მოთამაშეზე გადაცემული ბარათი, რომელსაც ენიჭება მოთამაშის უნიკალური ნომერი და რომლის მეშვეობითაც ხდება მოთამაშის დეპოზიტების, შეტანილი, გატანილი, მოგებული ან/და წაგებული თანხების ცენტრალურ სისტემაში ასახვა.“;

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსი „ა.ე“ ქვეპუნქტი:

„ა.ე) ბანკნოტების მიმღები გააქტიურდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სათამაშო აპარატის ბარათის წამკითხველში იქნება მოთავსებული მოთამაშის მოქმედი ბარათი.“.

3. ბრძანებას დაემატოს „ცენტრალური სისტემის მოთხოვნები/სტანდარტები“ (დანართი №4) თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
პირი ვალდებულია, არაუგვიანეს 2025 წლის 1 მარტისა, განახორციელოს ამ ბრძანებით დამტკიცებული „ცენტრალური სისტემის მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №4) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასება და შეფასების ანგარიშის ასლი წარუდგინოს შერჩეულ პირს, 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდთან მიმართებაში.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024  წლის 1 აპრილიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024  წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი