საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება № 452 „მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისიების შესახებ დებულების თაობაზე“

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება № 452 „მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისიების შესახებ დებულების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 03/06/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, -, 03/06/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 010020000.00.000.000524
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
452
03/06/1993
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, -, 03/06/1993
010020000.00.000.000524
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება № 452 „მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისიების შესახებ დებულების თაობაზე“
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/06/1993 - 09/11/1998)

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

დადგენილება №452

1993 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისიების შესახებ დებულების თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

დამტკიცდეს თანდართული დებულება მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისიების შესახებ.

 საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                         თ. სიგუა

 

დამტკიცებულია

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა

კაბინეტის 1993 წლის 10 ივნისის

№ 452 დადგენილებით

დებულება

მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისიების შესახებ

1. დებულება განსაზღვრავს მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისიების შექმნის, ორგანიზაციისა და მუშაობის წესს, ადგენს მათ კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს.

2. მოქალაქეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მოქალაქეობის დადგენის პროცესში წამოჭრილი სადავო საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, სახელმწიფო-მმართველობის ადგილობრივი ორგანოები - მერიასთან, ქალაქისა და რაიონის გამგეობებთან მათი გადაწყვეტილებით იქმნება მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისიები.

3. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისიები იქმნება არა უმეტეს 5 წევრის შემადგენლობით მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთაგან.

4. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის მუშაობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

5. კომისია მოიწვევა თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ორ კვირაში ერთხელ.

6. მოქალაქეობის საკითხზე კომისიას გამოაქვს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. დადგენილება მოწმდება მერიისა, ქალაქისა და რაიონის გამგეობის ბეჭდით.

7. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისიები განიხილავენ დავას დაინტერესებულ პირთა და შინაგან საქმეთა ორგანოებს შორის საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის, მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხზე, რომელთა განხილვა, მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო განხილვას არ ექვემდებარება.

8. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისია უფლებამოსილია განიხილოს მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით დადგენილი ვადების აღდგენის საკითხი.

კომისია საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღების კანონით დადგენილ ვადებს აღადგენს საპატიო მიზეზების არსებობას (პირის ავადმყოფობა, ხანგრძლივი მივლინება, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ყოფნა და სხვა).

9. მოქალაქეობის საკითხებზე დავის წარმოშობის შემთხვევაში ან საპატიო მიზეზით გაშვებული ვადის აღსადგენად, დაინტერესებული პირები განცხადებით მიმართავენ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებულ მოქალაქეობის საკითხთა დროებით კომისიას პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

10. მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტისას კომისიას უფლება აქვს: სხვადასხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანოებისა და ორგანიზაციებისაგან დამატებით გამოითხოვოს დოკუმენტები და ცნობები, შეამოწმოს განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობა, განმცხადებლის თხოვნის საფუძვლიანობა მოქალაქეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე კომისიის სხდომაზე მოიწვიოს დაინტერესებული პირი.

11. დროებითი კომისიების მიერ დაინტერესებული პირთა განცხადებების განხილვა უნდა დამთავრდეს არა უგვიანეს ერთი თვისა, განცხადების შეტანის დღიდან.

12. დროებითი კომისიის დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა შინაგან საქმეთა ადგილობრივი ორგანოებისათვის. დადგენილების ასრულება უნდა მოხდეს არა უგვიანეს ათი დღისა, მისი გამოტანის დღიდან.

13. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისია მეთოდურ დახმარებას უწევს შინაგან საქმეთა ადგილობრივ ორგანოებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მოქალაქეობის დადგენის, რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემის პროცესში.

14. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისია ანგარიშვალდებულია შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანოს წინაშე.

15. კომისიის დოკუმენტაცია და საქმისწარმოების მასალები შეინახება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

16. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან არსებული მოქალაქეობის საკითხთა დროებითი კომისია თავის საქმიანობას წყვეტს შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით.