დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანები“-სა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”-ს სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016713 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
12
20/03/2024
ვებგვერდი, 21/03/2024
010250020.35.122.016713
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანები“-სა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”-ს სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (21/03/2024 - 29/03/2024)
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 61-მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი
|
| მუხლი 1 |
ამ წესით დამტკიცებული დანართი არეგულირებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და ანაზღაურების წესს.
|
| მუხლი 2 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლებისა სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
|
| მუხლი 3 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
|
| მუხლი 4 |
სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების) კვების დღიური ნორმა განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
|
| მუხლი 5 |
მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.
|
| მუხლი 6 |
სპორტულ ღონისძიებებში სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხებზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შესაბამისი ა(ა)იპ-ის ბუღალტერიაში წარადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია ღონისძიების დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები