დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2-388 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 390000000.22.023.016858 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (26/03/2024 - 25/04/2024)
|
საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს თანდართული: ა) სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმა – დანართი №1; ბ) სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმა – დანართი №2. 2. სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების, ოფიციალური შეხვედრებისა და ვიზიტების დროს უნდა ეცვას შესაბამისი სპეციალური სამსახურებრივი ტანსაცმელი – ფორმა. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები