მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ

მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016433
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
29/02/2024
ვებგვერდი, 04/03/2024
010250050.35.103.016433
მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/03/2024 - 28/02/2025)

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 29 თებერვალი

დაბა მესტია

 

მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის,  ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  დადგინდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2023  წლის  28  თებერვლის  №7  დადგენილება.
მუხლი 3
 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე



დანართი
მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1

1. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება  ადგილზე არსებული საბაზრო  ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

CN=IMG XITL XC X  K, სადაც

 CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

 IMG არის მესტიის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,22-ს;

 ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან მესტიაში ზონირება არ ხორციელდება).

 C არის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 400-ს.

მუხლი 2

პირველი პუნქტის მიხედვით დაბა მესტიაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

0,22

1

0,24

400

21-12

მუხლი 3

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით, რაც შეადგენს  16 ლარსა და 90 თეთრს.

მუხლი 4

მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია მესტიის მუნიციპალიტეტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 10 ლარსა და 56 თეთრს.

მუხლი 5

მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა მესტიისათვის დადგენილი ფასის 65%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 13 ლარსა და 73 თეთრს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება  მესამე და მეოთხე პუნქტებით დადგენილი ფასი.