დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4056-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.102240 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 238-ე მუხლის მე-11 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 3. 239-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოთხოვნის უპირატესობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოების დასრულების შემდეგ განისაზღვრება იმავე წესით, რომელიც არსებობდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყებამდე.“. 4. 272-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან, მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ან ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდაციის დაწყებიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე აღნიშნული რეჟიმის დაწყებამდე/გახსნამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავის დარიცხვა წყდება. ამასთანავე, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში მისი მოქმედების პერიოდში რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულ საგადასახადო დავალიანებას საურავი არ ერიცხება, გარდა რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით ვადამოსული გადასახდელი გადასახადის თანხისა (თანხებისა).“; ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების მიმართ, რომლის რესტრუქტურიზაციის ვადა არ დამთავრებულა ამ კანონის ამოქმედებამდე, მოქმედებს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული დებულებები. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 2 აპრილიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
თბილისი, 6 მარტი 2024 წ. N4056-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები