დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საპრასიაში არსებულ N5, N6 და N9 ქუჩის ნაწილისთვის თავისი ჩიხებით 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს ცხინვალში გმირულად დაღუპული შოთა ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-65. 65232583 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.121.016016 |
|
ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საპრასიაში არსებულ №5, №6 და №9 ქუჩის ნაწილისთვის თავისი ჩიხებით 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს ცხინვალში გმირულად დაღუპული შოთა ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №38 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. მოხდეს ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საპრასიის №5, №6 ქუჩებისა და №9 ქუჩის ნაწილის სახელდება თანდართული რუკის შესაბამისად (დანართი №1) და მას მიენიჭოს 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს ცხინვალში გმირულად დაღუპული შოთა ხურციძის სახელი. 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები