დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.127.016469 |
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე და 2401 მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დამტკიცდეს უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
|
მუხლი 3 |
დამტკიცდეს ახსნა-განმარტების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
|
მუხლი 4 |
დამტკიცდეს უბილეთო მგზავრობისათვის შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების ჟურნალის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
|
მუხლი 5 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უფლება მიენიჭოს ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრს” (ს/ნ : 430024555).
|
მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი
|
მუხლი 1. რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების, საურავის დარიცხვისა და გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2. უბილეთო მგზავრად მიჩნევის პირობები მგზავრი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (შემდგომ – ავტობუსი) მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვის ცენტრის“ უფლებამოსილ თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა და მის მიმართ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგება ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. მუხლი 3. უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები. მათი უფლებები და მოვალეობები 1. უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები არიან ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვის ცენტრის“ (შემდგომ – სამართალსუბიექტი) თანამშრომლები (შემდგომ – თანამშრომელი). 2. სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილ თანამშრომელთა ნუსხას განსაზღვრავს ბრძანებით. 3. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით (ვიდეოჩამწერ მოწყობილობასთან ერთად), რომლის საშუალებით ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას თანამშრომელი დააფიქსირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის, ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოთხოვოს ავტობუსში ან/და ავტობუსიდან ჩამოსვლისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მგზავრს. 5. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა და მგზავრს აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 256-ე მუხლის თანახმად არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ მის შესახებ საჭირო ცნობები ან/და არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, მაშინ თანამშრომელს შეუძლია ჩათვალოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით გამოკვლევას და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თანამშრომელი უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე და შეუდგინოს მას ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით. ამის თაობაზე თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. 6. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე საქმისწარმოების დროს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, მაშინ, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, თანამშრომელმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის დადგენის მიზნით. ამასთან, სამართალდამრღვევის პოლიციაში მიყვანა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დახმარებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პირადი მონაცემების დადგენის შემდეგ, თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. 7. თანამშრომელმა ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უნდა განუმარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე, 273-ე და 2341 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები: ა) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მიღებული დადგენილება. ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვის ცენტრი” -ს დირექტორთან (ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი ზესტაფონი, შოთა რუსთაველის №49), რომლის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზესტაფონის სასამართლოში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება აღადგინოს ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვის ცენტრის“ დირექტორმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის განცხადების საფუძველზე. გ) თანამშრომელმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უნდა განუმარტოს, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადის გასვლის შემდეგ დაერიცხება საურავი, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. 8. საჯარიმო ქვითრის შევსება ხდება ელექტრონულად და მისი ამონაბეჭდი ბარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. 9. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდს ხელს აწერს მისი შემდგენელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი და თუ არიან მოწმეები, ან სხვა მონაწილე პირები. 10. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, თანამშრომელმა მას უნდა მიუთითოს შეავსოს ახსნა-განმარტების ფორმა (წინამდებარე დადგენილების დანართი №3), სადაც წარმოდგენილი იქნება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის ჩაბარებაზე უარის თქმის ახსნა-განმარტებები და მოტივები. 11.შევსებული ახსნა-განმარტების ფორმაზე ხელს აწერს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი და თარჯიმანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 12. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის ჩაბარებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად. 13. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად ამობეჭდილი საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. 14. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მუხლი 4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შევსების წესი. 1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა. 3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. 4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს. 5. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები (წინამდებარე დადგენილების დანართი №2): ა) ქვითრის შედგენის თარიღი; ბ) შემდგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა; გ) სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, რეგისტრაციის ადგილის, ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო, ავტობუსის მარშრუტის №, ავტობუსის სახელმწიფო №, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი; ე) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; ვ) ჯარიმის ოდენობა 10 (ათი) ლარი; ზ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: /300193255/. თ) მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი, ხელმოწერა; ი) სამართალდამრღვევის ხელმოწერა ქვითრის ჩაბარებაზე, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა; კ) შემდგენლის ხელმოწერა; ლ) ელექტრონული საჯარიმო ქვითარზე დატანილია შემდეგი ტექსტი: ლ.ა) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმისწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება; ლ.ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვის ცენტრი” -ს დირექტორთან (ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი ზესტაფონი, შოთა რუსთაველის №49),რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. ლ.გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი 1. სამართალსუბიექტი, უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრების აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის აწარმოებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრების აღრიცხვის ჟურნალს (შემდგომ – ჟურნალი), (წინამდებარე დადგენილების დანართი №4). 2. სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი ბრძანებით ნიშნავს ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. 4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონრის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით. 5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი, ან შავი ბურთულიანი კალმით. 6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება, ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად: შესწორებულია მე-2 და მე-10 გრაფები, თარიღი, ხელმოწერა, სახელი და გვარი). 7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ელექტრონული საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც შემდგომში, მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, გადაეცემა არქივს. 10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას. 11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში შეტანილი მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 6. ჯარიმის გადახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის ჩაბარებიდან 30 კალენდარულ დღეში, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 7. საურავის დარიცხვა 1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის ჩაბარების თარიღიდან 30 კალენდარულ დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, სამართალსუბიექტიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალსუბიექტი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ. მუხლი 8. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება 1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სამართალსუბიექტის, ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვის ცენტრის“ დირექტორთან, რომლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. 2. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, შეიძლება იგი გაასაჩივროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. 3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამავე კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. 4. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2883 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საურავის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების, ან გაპროტესტების დროს გადაწყვეტილება აღსრულდება საჩივრის, ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ. მუხლი 9. ვადის ათვლა ამ წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 94-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები. |
დანართი №2
|
უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №00000000 1
(ფორმა) 1. შედგენის თარიღი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2. შემდგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 3. სამართალდამრღვევის პირადი № _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ სახელი და გვარი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 4. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ და დრო: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ავტობუსის მარშრუტის № _ _ _ _ _ ავტობუსის სახელმწიფო № _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 5. პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 6. ჯარიმის ოდენობა: 10 (ათი) ლარი. 7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: /300193255/. 8. მოწმე ან სხვა მონაწილე: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ სტატუსი, ხელმოწერა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა ქვითრის ჩაბარებაზე: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 10. შემდგენლის ხელმოწერა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 11. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმისწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. 12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვის ცენტრის“ დირექტორთან (ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი ზესტაფონი, შოთა რუსთაველის №49), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. 13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
დანართი №3
|
ახსნა-განმარტება
(ფორმა)
1. მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის შესახებ: ა) სახელი და გვარი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ბ) პირადი № _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ გ) მისამართი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (რეგისტრაციის ადგილის, ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) დ) დაბადების თარიღი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ე) სამუშაო ადგილი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2. მონაცემები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შესახებ: ა) ელექტრონული ქვითრის № _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი, თარიღი, დრო და არსი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 3. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ხელმოწერა _ _ _ _ _ _ _ _ რიცხვი, თვე, წელი _ _ _ _ _ _ _ _ _ თარჯმინის (ასეთის არსებობისას) ხელმოწერა _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რიცხვი, თვე, წელი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ახნა-განმარტების მიმღები თანამშრომლის ხელმოწერა _ _ _ _ _ _ _ _ _ რიცხვი, თვე, წელი _ _ _ _ _ _ _ _
|
დანართი №4
|
უბილეთო მგზავრობისათვის შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა–ანგარიშგების ჟურნალი
(ფორმა)
|
დოკუმენტის კომენტარები