დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.127.016483 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №5 (სსმ, ვებგვერდი, 01/02/2024 წ. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016469) დადგენილებაში:
1. დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი;“. 2. დადგენილების №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2
უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი №00000000 1 (ფორმა) 1. შედგენის თარიღი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2. შემდგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 3. სამართალდამრღვევის პირადი № _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ სახელი და გვარი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 4. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ და დრო: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ავტობუსის მარშრუტის № _ _ _ _ _ ავტობუსის სახელმწიფო № _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 5. პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 6. ჯარიმის ოდენობა: 20 (ოცი) ლარი. 7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: /300193255/. 8. მოწმე ან სხვა მონაწილე: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ სტატუსი, ხელმოწერა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა ქვითრის ჩაბარებაზე: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 10. შემდგენლის ხელმოწერა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 11. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და, თუ არ იცის მიმდინარე საქმისწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. 12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული, დადგენილება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვისცენტრის“ დირექტორთან (ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი ზესტაფონი, შოთა რუსთაველის №49), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. 13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები