ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016530
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
12/01/2024
ვებგვერდი, 15/01/2024
010250020.35.140.016530
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/01/2024 - 09/02/2024)

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2024 წლის 12 იანვარი

დაბა ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ „ვ“ „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში. 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე



დანართი №1
ასპინძის   მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ  საზღვრებში  გასაშენებელი  მწვანე ნარგავების  სახეობების  სია

ასპინძის  მუნიციპალიტეტში, გამწვანებისთვის გამოსაყენებელი ხე მცენარეების სია

N

სახელწოდება ქართულად

სახელწოდება ლათინურად

ღეროს გარშემოწერილობა  (სანტიმეტრებში)

სიმაღლე  (მეტრებში)

1

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus excelsior

14 სმ-დან

3 - 5.5 მ.

2

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriariaefolia

3

ცაცხვი კავკასიური

Tilia caucasica

4

ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა)

Tilia cordata

5

ნეკერჩხალი მინდვრის

Acer campestre

   

6

ნეკერჩხალი მაღალმთის

Acer trautvetteri

7

ნეკერჩხალი - ქორაფი

Acer cappadocicum

8

ნეკერჩხალი - ლეკა

Acer platanoides

9

ნეკერჩხალი შაქრის

Acer saccharum

10

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera 'Pisardii'

11

მაღალმთის მუხა

Quercus macranthera

12

არყის ხე

Betula alba

13

მტირალა არყის ხე

Betula pendula

14

 რადეს არყის ხე

Betula raddeana

15

ლიტვინოვის არყის

Betula Litwinowii

16

ჰიმალაის კედარი

Cedrus deodara

17

კავკასიური ფიჭვი

Pinus sylvestris var. hamata

18

ჩვეულებრივი ფიჭვი

pinus sylvestris

19

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens

20

ერთფერა სოჭი

Abies concolor

21

ელდარის ფიჭვი

Pinus eldarica

   

22

ჰალეპოს ფიჭვი

Pinus halepensis

23

იტალიური ფიჭვი

Pinus pinea

24

კავკასიური სოჭი

Abies nordmanniana

25

 იმერული მუხა

Quercus imeretina

   

26

ქართული მუხა

Qurcus macranthra

27

ცხენისწაბლი

Aesculus hippocastanum

   

28

მტირალა ტირიფი

Salix babilonica

29

ნეკერჩხალი დიადი ბოყვი

Acer velutinum

30

 კოლხური მუხა

Quercus  hartwissiana

31

მტირალა ტირიფი

Salix babylonica

32

აკაკი კავკასიური

Celtis caucasica

33

ლაფანი

Pterocarya fraxinifolia

   

34

არღავანი  ( იუდას ხე)

ercis siliquastrum

35

საკმლის ხე (საღსაღაჯი) ველური ფორმა

Pistacia mutica

36

აღმოსავლური ჭადარი

Platanus orientalis

N

ბუჩქები, მცირე ზომის ხეები

37

ფოტინია

Photinia serulata Red robini

 

1 მ-დან

38

პალმისებური ნეკერჩხალი

Acer palmatum

 

39

იაპონური ნეკერჩხალი

Acer japonica

 

40

იაპონური აუკუბა

Aucuba japonica

 

41

ტუნბერგის კოწახური

Berberis thunbergii

 

42

ნაზი კოწახური

Berberis levis

 

43

იაპონური გრაკლა

Spiraea japonica

 

0.8 მ-დან

44

დიდფოთოლა აბელია

Abelia grandiflora

 

45

ბუდლეა

Buddleja davidii

 

1.2 მ-დან

46

ევროპული ჭყორი

Ilex aquifolium

 

1 მ-დან

 


დანართი №2
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.  ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების  განსაზღვრა.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“  გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით  განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები

ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები;

გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე.

დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას  საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს.

ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.

მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი

1.  განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი.

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების  სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.

4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;

6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში  მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია.

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე. 

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი.

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.

მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი

1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;

ბ)  გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;

გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.

მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი

1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია  დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.