დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017780 |
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ წესის 3722 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (საბურავები) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (შემდგომში – მგვ) ორგანიზაციისთვის გადაცემით.“. 2. დანართი №23 და დანართი №24 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დანართ №24-ზე ხელმოწერით დასტურდება მხოლოდ ვადაგასული, გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ის ფაქტობრივი აღწერა, მისი განადგურება/მგვ ორგანიზაციისთვის გადაცემა (დანართი №24-ში მოცემული ცხრილის მე-8 სვეტი) და ამ პროცედურის განხორციელებისას გამოვლენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები (დანართ №24-ში მოცემული ცხრილის – მე-9 სვეტი) ან უარი მის დადასტურებაზე, რის შესახებაც კეთდება სათანადო აღნიშვნა უარის თქმის გარემოებებზე მითითებით.“. 4. 3721 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3722 მუხლი: „მუხლი 3722. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის გადაცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა 1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების გაუთვალისწინებლად, ამ მუხლით დადგენილი წესით ჩამოწეროს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც შეძენილია ან/და იმპორტირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, უსასყიდლოდ გადაცემულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არის: ა) ბატარეები და აკუმულატორები – „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; ბ) საბურავები – „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; გ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები – „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; დ) ზეთები – „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (საბურავები) ნაწილში, პირის მიერ ჩამოწერა დასაშვებია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ გადაცემული: ა) იმპორტიორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში იმპორტირებული მეორადი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 5%-ისა, ხოლო, თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში იმპორტირებული მეორადი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 5%-ის ოდენობით, ჯამურად კალენდარული წლის განმავლობაში; ბ) იმპორტიორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში იმპორტირებული ახალი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 0,5%-ისა, ხოლო, თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში იმპორტირებული ახალი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 0,5%-ის ოდენობით, ჯამურად წლის განმავლობაში; გ) „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატორის (გარდა ამ პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმპორტიორისა) მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი საბურავების (ახალი და მეორადი) რაოდენობის/შეძენის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) ჯამის 0,5 %-ის ოდენობით, ხოლო თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში შეძენილი საბურავების (ახალი და მეორადი) რაოდენობის/შეძენის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) ჯამის არაუმეტეს 0,5 %-ის ოდენობით, ჯამურად კალენდარული წლის განმავლობაში. შენიშვნა: ამ პუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობები არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების (საბურავების) გადაცემის შემთხვევაში. ამასთან, პირი უფლებამოსილია, ამ პუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობების გაუთვალისწინებლად, ამ წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების დაცვით ჩამოწეროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები (საბურავები). 4. ამ მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის საფუძველია, გადასახადის გადამხდელის მიერ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციასთან გაფორმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაცემა. 5. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდის მეშვეობით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის გადაცემა, ამ წესის №247 დანართით გათვალისწინებულ დოკუმენტთან ერთად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 6. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულად ითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოსათვის დადგენილ ვადაში წარდგენის შემთხვევაში. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებისაგან, თუ საგადასახადო კონტროლის განხორციელებით გამოვლინდა ამ მუხლით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევით, ამავე მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი.“. 5. №246 დანართის შემდეგ დაემატოს დანართი №247 თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები