ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ

ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016684
81
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
300280000.16.009.016684
ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №81

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 149-ე მუხლის და 165-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
1. ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატი საწარმოებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს:

ა) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციები – დანართი №1;

ბ) ანგარიშთა გეგმა – დანართი №1.1;

გ) ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები – დანართი №2;

დ) ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №2.1;

ე) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №2.2;

ვ) ორი ან ორზე მეტი რეგულირებული საქმიანობის განმახორციელებელი ანგარიშგების ფორმა – დანართი №2.3.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვა სავალდებულოა გადაცემის ლიცენზიატისა და იმ განაწილების ლიცენზიატისთვის, რომელსაც არანაკლებ 50 000 მომხმარებელი ჰყავს.

3. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2027 წლის 31 დეკემბრისა.

4.   ამ დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციების შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზიატსა და განაწილების ლიცენზიატს განესაზღვროთ 2027 წლის ანგარიშგების პერიოდზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე