დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.166.016584 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2023 - 06/02/2024)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და 91-ე მუხლის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
თავი I. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი თანდართული რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 32965,8 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 29396.4 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 269,4 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 3300,0 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 27868,9ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 9 622,9 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 10 122,9 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება -500.0 ათასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით: ათას ლარში
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -4526,0 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 5096,9 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს: ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2024 წლის განმავლობაში. წარმოდგენილ ბიუჯეტში გაწერილია ნაშთის გამოყენება ხარჯვით ნაწილში -4606,0,0ათ.ლარი მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 80,0 ათასი ლარი (ძირი 80,0 ათ ლარი და % 40,0 ათ ლარი) ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხის თანხის დაფარვას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მთლიანი სასეხო ვალდებულება შეადგენდა 619,3 ათას ლარს. 2024 წლისთვის დაიფარება ვალდებულება - 80,0 ათ.ლარი. 2025წლისთვის დაფარული იქნება სესხის ძირი - 343,4ათ ლარი. დასაფარი - 275,9 ათ.ლარი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 14546,5 ათ. ლარით:
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მოწერსიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული გზების მოხრეშვა. ამისათვის 2024წლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საჭიროების მიხედვით არსებული გზების ორმოული შეკეთება და მოხრეშვა მოშანდაკება
მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნა, ვანდალიზმის და დანაშაულის გამოვლენა. 2024-2027 წლებში გაგრძელდება სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერების მოვლა-პატრონობა. ქ. გურჯაანში დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები.
02 02 წყლის სისტემის განვითარება პროგრამის საბოლოო მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სოფელში 24 საათიანი ხარისხიანი სასმელი წყალი.
02 03 გარე-განათება პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 2 ქვეპროგრამა: - გარე განათების ქსელის მოწყობა და ელ. ენერგიის ქვეპროგრამა. - ა(ა)იპ გურჯაანისგარე განათების სამსახური.
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა 03 00 პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 42 სასაფლაოების მოვლა - გაწმენდა ბალახისა და ბუჩქნარისგან.
მუხლი 15. განათლება 04 00 საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის ბავშვებისთვის მიწოდებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც მერიის კულტურის სამსახურის, ასევე კულტურის და სპორტის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ების მიერ.
05 01 სპორტის სფეროს განვითარება პროგრამის მისია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება აღწერა სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება - პოპულარიზაცია, ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება, აღდგენა, მშენებლობა. მიზანი პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს სპორტულ საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას. სპორტის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გონებრივი, სულიერი და ფიზიკური აღზრდის გზით ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ფორმირება; სპორტული ტრადიციების დაცვა, გაღრმავება, სპორტის განვითარება. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მათ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ
05 02 კულტურის სფეროს განვითარება პროგრამის მისია გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურის პროექტების განხორციელების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა და კულტურის პოპულარიზაცია. აღწერა კულტურული ტრადიციების დაცვისა და განვითარების მიზნით პროგრამის ფარგლებში მოხდება ადგილობრივი კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა. კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია, შესაბამისად განხორციელდება სხვადასხვა მასშტაბისა და შინაარსის კულტურული ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვისათვის მხარდაჭერა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩართვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. სახელოვნებო განათლების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია. კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა. მიზანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურის პროექტების განხორციელების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა და კულტურის პოპულარიზაცია. კულტურულ საქმიანობაში ახალგაზრდობის მასობრივ ჩართულობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას კომფორტული და მშვიდი მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები.
05 05 ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობის დაფინანსება -175,0ათ.ლარი პროგრამის მისია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია აღწერა პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას. რისთვისაც ერთ–ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების (როგორც წარმომადგენლობითი ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და აქტივობების შესახებ სრული ინფორმაციის დროული გავრცელება. აღნიშნული მექანიზმის ეფექტიანად ამუშავებისათვის აუცილებელია როგორც ტელევიზიასთან, რომლის ფარგლებშიც მოხდება საკრებულოს სხდომების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანი შეხვედრებისა და გაერთიანებული თათბირების გაშუქება, რომელიც შეიცავს საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციებს. უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციის განცხადების სახით გავრცელება და სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების გაშუქება. მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; შედეგი ჩართული მოსახლეობა მუნიციპალურ საქმიანობაში მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2784,4 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: სოციალური დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას და სხვადასხვა შეღავათებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. პროგრამა განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამებით:
06 01 ჯანმრთელობის დაცვა პროგრამის მისია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია. აღწერა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; გ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; დ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; ვ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. მიზანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის კვლევა c ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსზე, ტუბერკულოზზე, მათი ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა, გავრცელების პრევენცია, გამოვლენილ პაციენტთა დროული ჩართვა სახ. პროგრამის სამკურნალო ნაწილში.c ჰეპატიტის, აივ ინფექცია შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
06 02 სოციალური დაცვა მისია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. აღწერა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ოჯახის გაძლიერება მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
06 03 ა(ა)იპ მიუსაფარი ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო მისია: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დასახლებებში ბინადარი უპატრონო-მიუსაფარი შინაური ცხოველების პოპულაციების მართვა, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით. აღწერა :მიუსაფარი შინაური ცხოველების დაჭერა, დროებით თავშესაფარში განთავსება შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით. მათზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება. საჭიროების შემთხვევაში სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება, გაჩუქება, მიკედლება, დაინტერესებული პირისთვის დაბრუნება, შემდგომი მოვლა-პარტონობის კონტროლი. დამხმარე, არაძირითადი საქმიანობის სახით სხვადასხვა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული კერძო პირებისთვის მომსახურების გაწევა შესაბამისი საფასურით. მიზანი:ადამიანისა და შინაური ცხოველების უსაფრთხო თანარსებობისათვის მდგრადი გარემოს შექმნა.
თავი II. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 18. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
თავი III. მარეგულირებელი ნორმები მუხლი 19. ასიგნებების დაფინანსება გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 20. ასიგნებების გადანაწილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 21. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2024 წლის განმავლობაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 22. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის შესაბამის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 23. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 24. დავალიანებების ანაზღაურება მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 05-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2024 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 25. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 269,4 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად. დაფინანსდება ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 269,4ათ.ლარი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 26. სარეზერვო ფონდი 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 100,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები