დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის (სკვერი) „ზურაბ ანჯაფარიძის“ სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-17. 1723356001 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.139.016024 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება Nგ-17.1723356001 2023 წლის 22 დეკემბერი ქ. ბორჯომი |
ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის (სკვერი) „ზურაბ ანჯაფარიძის“ სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2023 წლის 1 დეკემბრის №40 ოქმის საფუძველზე:
1. ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს (სკვერი ს/კ 64.23.03.238) მიენიჭოს „ზურაბ ანჯაფარიძის“ სახელი. 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60ა).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები