დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016504
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
22/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
010250020.35.152.016504
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2023 - 26/12/2024)

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2023 წლის 22 დეკემბერი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და  ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №2 -ის მიხედვით.
მუხლი 3
1.  დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა დანართი №3-ის  შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ  მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის N31 დადგენილება (matsne.gov.ge 30/12/2022,  ს/კ 010250020.35.152.016473).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ჩიტაური



დანართი №1

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები (ლარებში)

საშტატო რიცხოვნობა

1

საკრებულოს თავმჯდომარე

5445

1

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

4114

1

3

საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე

3509

2

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

2904

5

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

2660

3

6

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

2057

9

 


დანართი №2

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი

 სარგო

საშტატო ერთეულის  რაოდენობა

1

პირველი რანგი - საკრებულოს აპარატის უფროსი

2660

1

 

         საორგანიზაციო განყოფილება

 

 

2

მე-2 რანგი  - განყოფილების უფროსი

               2128

1

3

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ოპერატორ-საქმისმწარმოებელი

1729

 

                    1

4

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი   ორგანიზაციულ საკითხებში

1729

 

1

5

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში

1596

                    1

 

6

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საოქმო და სამდივნო მომსახურების საკითხებში

1596

 

1

7

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში

1596

1

 

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

 

8

მე-2 რანგი  - განყოფილების უფროსი

2128

 

                  1

9

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  – სამართლებრივი ურთიერთობის საკითხებში

1729

          

                   1

10

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მედიასთან ურთიერთობის, საგამომცემლო და საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხებში

1729

 

                   1

11

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში

1596

 

 

1

12

 

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხებში

1596

 

1

 

სულ

21812

12

 


დანართი №3
შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა

 


შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიცია

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციების რაოდენობა

1

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

2

2

მძღოლი

1