დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.152.016533 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2024 - 31/01/2025)
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1 -ის მიხედვით.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №2 -ის მიხედვით.
|
| მუხლი 3 |
1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა დანართი №3-ის შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილება (matsne.gov.ge, 26/12/2023, ს/კ 010250020.35.152.016504).
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი №1
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები
|
|
დანართი №2
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები