ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016501
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
37
21/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
010250050.35.164.016501
ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/12/2023 - 22/01/2024)

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2023 წლის 21 დეკემბერი

ქ. ყვარელი

 

ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ „ვ“ „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“  ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად. 
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში. 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი



დანართი N1

ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია

ყვარლის მუნიციპალიტეტში, გამწვანებისთვის გამოსაყენებელი ხე მცენარეების სია

N

სახელწოდება ქართულად

სახელწოდება ლათინურად

ღეროს გარშემოწერილობა  (სანტიმეტრებში)

სიმაღლე  (მეტრებში)

1

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus excelsior

14 სმ-დან

3 - 5.5 მ.

2

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriariaefolia

3

ცაცხვი კავკასიური

Tilia caucasica

4

ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა)

Tilia cordata

5

ცაცხვი უნგრული

Tilia tomentosa

6

ნეკერჩხალი მინდვრის

Acer campestre

7

ნეკერჩხალი მაღალმთის

Acer trautvetteri

8

ნეკერჩხალი - ქორაფი

Acer cappadocicum

9

ნეკერჩხალი - ლეკა

Acer platanoides

10

ნეკერჩხალი შაქრის

Acer saccharum

11

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera 'Pisardii'

12

მაღალმთის მუხა

Quercus macranthera

13

არყის ხე

Betula alba

14

მტირალა არყის ხე

Betula pendula

15

 რადეს არყის ხე

Betula raddeana

16

ლიტვინოვის არყის

Betula Litwinowii

17

ჰიმალაის კედარი

Cedrus deodara

18

კავკასიური ფიჭვი

Pinus sylvestris var. hamata

19

ჩვეულებრივი ფიჭვი

pinus sylvestris

20

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens

21

ერთფერა სოჭი

Abies concolor

22

ელდარის ფიჭვი

Pinus eldarica

23

ჰალეპოს ფიჭვი

Pinus halepensis

24

იტალიური ფიჭვი

Pinus pinea

25

კავკასიური სოჭი

Abies nordmanniana

26

კვიპაროზი მარადმწვანე პირამიდალური

Cupressus sempervirens pyramidalis

27

კვიპაროზი მარადმწვანე ჰორიზონტალური

Cupressus sempervirens horizantalis

28

არიზონული კვიპაროზი

Cupressus arizonica

29

ლეილანდიის კვიპაროზი

cupressus leylandii

30

ჰიმალაის მელია

Melia azedarach

31

გინკო ბილობა

Ginkgo Biloba

32

 იმერული მუხა

Quercus imeretina

33

ქართული მუხა

Qurcus macranthra

34

ძელქვა

Zelkova carpinifolia

35

მაგნოლია

Magnolia grandiflora

36

ცხენისწაბლი

Aesculus hippocastanum

37

მტირალა ტირიფი

Salix babilonica

38

ნეკერჩხალი დიადი ბოყვი

Acer velutinum

39

 კოლხური მუხა

Quercus  hartwissiana

40

მტირალა ტირიფი

Salix babylonica

41

აკაკი კავკასიური

Celtis caucasica

42

აკაკი სამხრეთული

Celtis australis

43

ლაფანი

Pterocarya fraxinifolia

44

არღავანი  ( იუდას ხე)

ercis siliquastrum

45

საკმლის ხე (საღსაღაჯი) ველური ფორმა

Pistacia mutica

46

აღმოსავლური ჭადარი

Platanus orientalis

47

ეუკომია

Eucommia ulmoides

#

ბუჩქები, მცირე ზომის ხეები

48

ფოტინია

Photinia serulata Red robini

 

1 მ-დან

49

პალმისებური ნეკერჩხალი

Acer palmatum

 

50

იაპონური ნეკერჩხალი

Acer japonica

 

51

იაპონური აუკუბა

Aucuba japonica

 

52

ტუნბერგის კოწახური

Berberis thunbergii

 

53

ნაზი კოწახური

Berberis levis

 

54

იაპონური გრაკლა

Spiraea japonica

 

0.8 მ-დან

55

დიდფოთოლა აბელია

Abelia grandiflora

 

56

ბუდლეა

Buddleja davidii

 

1.2 მ-დან

57

ინდური როდოდენდრონი

Rhododendro indica

 

1 მ-დან

58

ევროპული ჭყორი

Ilex aquifolium

 

 


დანართი N2

. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების  განსაზღვრა.

ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“  გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით  განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი

განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები

ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები.

გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე.

დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას  საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს.

ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.

მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი

განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი.

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების  სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.

გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;

მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში  მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია.

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე. 

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი.

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.

მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი

მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა. განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს,

ბ.  გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას.

გ. დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.

მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია  დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.