ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016506
4
22/01/2024
ვებგვერდი, 22/01/2024
010250050.35.164.016506
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2024 წლის 22 იანვარი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 4 აპრილის №2738-XI მს-Xმპ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ „ვ“ „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგედამტკიცდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“  ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.

მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ 2023 წლის 21 დეკემბრის №37 დადგენილება  (matsne.gov.ge 25/12/2023წ. 010250050.35.164.016501)
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი



დანართი №1

ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია

 

N

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

იფანი მახვილნაყოფა

Fraxinus oxycarpa

2

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus excelsior

3

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriariaefolia

4

აკაკი კავკასიური

Celtis caucasica

5

აკაკი სამხრეთული

Celtis australis

6

ცაცხვი კავკასიური

Tilia caucasica

7

ცაცხვი გულფოთოლა

Tilia cordata

8

ცაცხვი უნგრული

Tilia tomentosa

9

ნეკერჩხალი მინდვრის

Acer campestre

10

დიადი ბოყვი

Acer velutinum

11

ნეკერჩხალი „შაქრის“

Acer saccharum

12

ნეკერჩხალი ვერცხლისფერი

Acer saccharinum

13

ნეკერჩხალი ქართული

Acer ibericum

14

კვიდო ხედ ფორმირებული

Ligustrum japonicum

  15

სოფორა იაპონური ნამყენი „მტირალა“ ფორმა

Sophora japonica ‘pendula’

 16

დეკორატიული მაჟალო

Malus floribunda/Malus coccinella

  17

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera “pisardii’

18

არღავანი(იუდას ხე)

Cercis  siliquastrum

19

ამბრის ხე

Liquidambar styraciflua

20

გინკო ბილობა

Ginkgo biloba

21

მელია

           Melia azedarach

22

ფშატი

Elaeagnus angustifolia

23

ქართული მუხა

Quercus iberica

24

ქვამუხა (მარადმწვანე მუხა)

Quercus ilex

25

ზეთისხილის ხე

Olea europaea

26

ალბიცია (ლენქორანული „აკაცია“)

Albizzia julibrissin

27

ცხენისწაბლი

Aesculus sp./Aesculus hippocastanum

28

საკმლის ხე (საღსაღაჯი)

Pistacia mutica

29

ირმის რქა

Lagestroeeia indica

30

ქართული ნუში

Prunus(Amigdalus)iberica

31

პანტა კავკასიური

Pyrus caucasica

32

მაჟალო

Malus orientalis

33

მტირალა ტირიფი

Salix babylonica

34

თუთუბო

Rhus coriaria

35

კოწახური ჩვეულებრივი

Berberis vulgaris

36

ბერყენა

Pyrus salicifolia

37

ბროწეული

Punica granatum

წიწოვანი ხეები

N

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

 

კვიპაროსი მარადმწვანე

პირამიდალური

Cupressus sempervirens ‘Piramidalis’

2

კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური

Cupressus sempervirens var. horizontalis

3

არიზონული კვიპაროსი

Cupressus arizonica

4

ლეილანდიის კვიპაროსი

Cupressus leylandi

5

ტოსკანური კვიპაროსი

Cupressus sempervirensis

6

ჰიმალაური კედარი

Cedrus deodara

7

ატლასის კედარი

Cedrus atlantica

8

ელდარის ფიჭვი

Pinus eldarica

9

შავი ფიჭვი

Pinus nigra

10

იტალიური ფიჭვი

Pinus pinea

11

უთხოვარი

Taxus  baccata

12

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens Glauca

13

ესპანური სოჭი

Abies pinsapo

 

ფოთლოვანი ბუჩქები

N

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული

Lagerstroemia indica

2

აბელია დიდფოთოლა

Abelia grandiflora

3

ბუდლეა

Budleja davidii

4

ჩვეულებრივი ბზა

Buxus sempervirens

5

იაპონური ფშატი

Elaeagnus +ebbingei’limelight’

6

ფოტინია

Photinia +fraseri ‘red robin’

7

სურნელოვანი ძახველი

Viburnum tinus

8

მარადმწვანე, პრიალაფოთოლა ძახველი

Viburnum lucidium

9

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicera natida/iberica/caucasica

10

ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha coccinea/integerrima/melanocarpa,

11

ჭყორი

Ilex x meserveae ‘Blu Princess’

12

ჭყორი ჭრელფოთოლა

Ilex aquifolium ‘Argentea Marginata’

13

ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა

Pittosporum tobira ‘Nana’

14

იაპონური კვიდო

Ligustrum japonicum

15

კვიდო ჭრელფოთოლა

Ligustrum lucidium  ‘variegata’

16

სირიული ვარდი

Hibiscus syriacus

17

ოლეანდრა

Nerium oleander

18

იუკა

Yucca gloriosa

19

ვარდი- (სხვადასხვა ჯიში)

Rosa sp.

20

ნანდინა (სხვადასხვა სახეობა)

Nandina domestica

21

ჭანჭყატი იაპონური (სხვადასხვა სახეობა)

Euonymus japonicus

22

დეკორატიული კოწახური (სხვადასხვა ფორმა)

Berberis sp.

23

იალღუნი (თამარიქსი)

Tamarix hohenackeri/Tamarix

Gallica/Tamarix tetrandra

24

თრიმლი

Cotinus coggygria

25

გრაკლა (სხვადასხვა ფორმა)

Spiraea sp./Spiraea hypericifolia

26

ჰორტენზია

Hydarngea macrophylla

მხვიარა ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები

1

გლიცინია

Wisteria sinensis

2

ტეკომა

Tecoma capensis

3

უსურვაზი

Parthenocissis sp.

4

ცხრატყავა

Lonicera caprifolium

5

წვრილფოთოლა სურო

Hedera helix

6

კატაბარდა

Clematis sp.

7

ლავანდა

Lavanluda angustifolia

8

როზმარინი

Rosmarinus officinalis

9

წივანა

Festuca sp.

წიწოვანი ბუჩქები

N

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

ტუია ნანა - ოქროსფერი

Thuja orientalis ,,Aurea Nana’’

2

ტუია სმარაგდი

Thuja occidentalis ,,Smaragd’’

3

ტუია ბრაბანტი

Thuja occidentalis ,,Brabant’’

4

ტუია

Thuja occidentalis ,,Yellow Ribbon’’

5

ღვია გართხმული

Juniperus x pfitzeriana ,,Mordigan Gold’’

6

ღვია გართხმული

Juniperus x media ,,Mint Julep’’

7

ღვია „კაზაკური“

Juniperus sabina

8

ღვია „მყრალი“

Juniperus foetidissima

9

ჯუჯა ფიჭვი

Pinus mugo pumilio

10

ჯუჯა ფიჭვი

Pinus mugo mugus

11

ჯუჯა ნაძვი

Picea glauca conica /globosa

12

უთხოვარის ბუჩქი

Taxus baccata

 


დანართი №2

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების  განსაზღვრა.

ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“  გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით  განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი

განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები

ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები.

გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე.

დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას  საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს.

ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.

მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი

განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი.

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების  სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.

გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;

მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში  მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია.

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე. 

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი.

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.

 

მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი

მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა. განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს,

ბ.  გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას.

გ. დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.

მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია  დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.