დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120020040.22.034.017425 |
|
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/10/2014, 120020040.22.034.016373) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთების) სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №2);“; გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები შესაბამისი კატეგორიის და ქვეკატეგორიის თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტები (ბილეთები) (დანართი №3).“; დ) „დ“ – „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. №1 დანართიდან №1329; №1344; №1345; №1346; №1347; №1348; №1349; №1350; №1351; №1352; №1353; №1354; №1355; №1365; №1366; №1439; №1699; №1700; №1701; №1702; №1703; №1704; №1705; №1706; №1707; №1708; №1709; №1710; №1711; №1712; №1713; №1714; №1715; №1716; №1717; №1718; №1719; №1720; №1721; №1722; №1723; №1724 ბილეთები (ტესტები) ამოღებულ იქნეს. 3. №1 დანართის №1358; №1360; №1361; №1364 და №1371 საგამოცდო ტესტები (ბილეთები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 5. დანართი №4 – დანართი №10 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 4 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები