დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების - ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016504 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/11/2023 - 27/03/2024)
|
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ა(ა)იპ ,,ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ ,,დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმები (დანართი 1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ა(ა)იპ ,,ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ ,,დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის წესი (დანართი 2).
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ს/კ: 010250020.35.119.016095, 26/10/2011).
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
|
დანართი 2
|
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – ა(ა)იპ ,,ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ ,,დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის წესი
|
1. ხონის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების (შემდგომში – მოწმობები) გაცემას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. მოწმობების დაკვეთას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 3. დამზადებული მოწმობების დამზადებლისაგან გამოტანის უფლება აქვს სამსახურის ხელმძღვანელს ან პირს, რომელსაც გააჩნია სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა. 4. მოწმობების შესანახად და გასაცემად გამოიყოფა პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოწმობებს ინახავს ცეცხლგამძლე სეიფში. პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს მოწმობების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში. 5. მოწმობების მისაღებად სამსახურში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. 6. სამსახურიდან მოწმობის გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს ან, სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 7. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამსახურში. 8. მოწმობის შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით დაწესებულების მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ. 9. გასაცემი მოწმობების რეგისტრაციას, შენახვასა და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორი ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი. 10. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში. 11. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში. 12. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე. 13. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნაწილი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამსახურის კომისიას აქტსა და ოქმთან ერთად, რომელთა საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები