ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის, მისი გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის, მისი გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016521
9
27/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
010250020.35.119.016521
ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის, მისი გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №9

2024 წლის 27 მარტი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო - საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის, მისი გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის და  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების მოწმობა გაიცემა ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის  სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ მოსწავლეებზე.
მუხლი 3
ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების მოწმობაში შევსებისას წერილობით მიეთითება შესაბამისი სკოლის სახელწოდება ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლა“ ან  ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის სახელობის  ხონის სამხატვრო სკოლა“ , რომელიც მოსწავლემ დაასრულა.
მუხლი 4
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 ნოემბრის №12 დადგენილება (www.matsne.gov.ge,  ს/კ 010250020.35.119.016504, 30.11.2023).
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე



დანართი №1

 

 

 

 


დანართი №2
ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების  დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი

1. ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) გაცემას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) ა(ა)იპ „ხონის სამუსიკო სკოლისა“ და ა(ა)იპ „დავით კაკაბაძის  სახელობის ხონის სამხატვრო სკოლის“ (შემდგომში – დაწესებულება) დირექტორზე ან მის მიერ უფლებამოსილ პირებზე.

2. მოწმობის დაკვეთას, უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დამზადებული მოწმობის დამამზადებლისგან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა.

4. მოწმობის შესანახად და გასაცემად გამოიყოფა პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოწმობებს ინახავს ცეცხლგამძლე სეიფში. პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს მოწმობების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.

5. მოწმობის მისაღებად სამსახურში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ბრძანებით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.

6. სამსახურიდან მოწმობის გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს ან, სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

7. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამსახურში.

8. მოწმობის შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით დაწესებულების მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.

9. გასაცემი მოწმობის რეგისტრაციას, შენახვასა და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორი ან მისი ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

10. გაცემული მოწმობის ქსეროასლები, დამოწმებული ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში.

11. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.

12. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.