„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 25 სექტემბრის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 307/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320010.18.011.016783
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
307/04
07/11/2023
ვებგვერდი, 08/11/2023
010320010.18.011.016783
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 25 სექტემბრის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/11/2023 - 09/11/2023)

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №89/04

2023 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 25 სექტემბრის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 25 სექტემბრის №89/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.18.011.016106) დამტკიცებული წესის:

 მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინფორმაციის მოწოდების პერიოდულობაზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია  ინფორმაციის მომწოდებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო ინფორმაციის ბანკის ვებგვერდზე დროულად განთავსებაზე – კომუნიკაციის დეპარტამენტი (საჭიროების შემთხვევაში განთავსება შეიძლება უზრუნველყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა).“;

 ) დანართი №1-ის  პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3

ეროვნული ბანკის მისა­მა­რ­თი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფო­ნის ნომერი, კომუნიკაციის დეპარტამენტის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ცხელი ხაზის ნომერი

ცვლილებისთანავ

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა