დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობებისა და საფასურის განსაზღვრის წესი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭო |
| მიღების თარიღი | 03/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.83.096.016002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/11/2023 - 26/12/2024)
|
საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობებისა და საფასურის განსაზღვრის წესი
|
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ.ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს "საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობებისა და საფასურის განსაზღვრის წესი". |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობებისა და საფასურის განსაზღვრის წესი
მუხლი 1. რეგულირების საგანი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობებისა და საფასურის განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ საქსტატის მიერ სტატისტიკური მონაცემების დამატებით დამუშავებით მომსახურების სახეობებს და ადგენს თითოეული ამ მომსახურების საფასურს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. საქსტატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; 2. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წლიური ან მრავალწლიანი გეგმა, რომელიც ძირითადად შეიცვას ინფორმაციას შესასრულებელი სამუშაოთა ჩამონათვალსა და მათ შემსრულებელთა, აგრეთვე შესაბამისი დაკვირვების ჩატარების პერიოდულობისა და მისი შედეგების გამოქვეყნების თარიღის შესახებ; 3. გავრცელება-მოქმედება, რომლის შედეგადაც სტატისტიკური მონაცემები, სტატისტიკური ანალიზის შედეგები, სტატისტიკური მომსახურება და მეტამონაცემები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება; 4. მასობრივი ინფორმაციის საშუალება – ტელე-რადიო პრაგრამები, ვიდეო და კინოდოკუმენტალისტიკა, ჟურნალები გაზეთები და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი გამოცემები, რომლებიც განკუთვნილია ინფორმაციის საჯარო გავრცელებისთვის; 5. პრესა – გაზეთების, ჟურნალების და სხვა ბეჭდვითი ტიპის მასობრივი პერიოდული გამოცემები; 6. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი – „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომელსაც მინიჭებული აქვს 100 000 ან 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა; 7. საერთაშორისო ორგანიზაცია – სახელმწიფოთაშორისი, მთავრობათაშორისი ან არასამთავრობო ხასიათის მუდმივი გაერთიანება, შექმნილი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე; 8. ინვესტორი კომპანია – არარეზიდენტი კომპანია, რომელიც არის საქართველოს რეზიდენტი კომპანიის დამფუძნებელი. ბანკების შემთხვევაში დამფუძნებლების ვინაობა საჯაროა; 9. სხვა ფასიანი ინფორმაცია – მომსახურების სახე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ წესის მე-3 მუხლში.
მუხლი 3. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობები და მათი გავრცელების საფასური 1. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობები და მათი გავრცელების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
2. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით 9 ნიშნამდე დეტალიზაცია შესაძლებელია 1995 წლიდან, ხოლო 11 ნიშნამდე – 2005 წლიდან.
მუხლი 4. სხვა ფასიანი ინფორმაციის საფასურისა და მომსახურების ტარიფების განსაზღვრა სხვა ფასიანი ინფორმაციის საფასური და მომსახურების ტარიფები გაანგარიშდება შემდეგნაირად:
მუხლი 5. ინფორმაციის ბეჭდვითი სახით გაცემა 1. ამ წესის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის ბეჭდვითი სახით გაცემის შემთხვევაში საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად : 1.1. თუ გვერდების რაოდენობა 10-ს აღემატება, თითოეულ გვერდზე ემატება: A4 და A5 ფორმატის ქსეროასლი – 1 გვერდი – 0,05 ლარი; 1.2. ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – 1 გვერდი – 0,10 ლარის საფასური.
მუხლი 6. კომპაქტდისკზე ინფორმაციის ჩაწერა და გაცემა ამ წესის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტდისკზე (CD) ჩაწერის საფასური, 1 დისკზე შეადგენს 2.65 ლარს.
მუხლი 7. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასურის გადახდისგან გათავისუფლება 1. საქსტატის მიერ, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებს გარეთ, მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან (გარდა ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის გაცემისას) თავისუფლდებიან: 1.1. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სამინისტროები და მის შემადგენლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, საქართველოს ეროვნული ბანკი, სასამართლო, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები (უმაღლესი სასწავლებლის წარდგინების საფუძველზე), ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური; 1.2. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქსტატის დონორი ორგანიზაციები, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოითხოვს დამატებითი სამუშაოების გაწევას; 1.3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, ამ წესის მე-3 მუხლის „02 001“ და „04 002“ ნუმერაციით გათვალისწინებული ინფორმაციისთვის, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოითხოვს დამატებითი სამუშაოების გაწევას.
მუხლი 8. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასურის გადახდისას შეღავათით სარგებლობა 1. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასურის გადახდისას (გარდა ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციის გაცემისას) შეღავათით სარგებლობენ: 1.1. პირები, რომლებიც მიმდინარე წელს მონაწილეობენ საქსტატის მიერ წარმოებულ გამოკითხვებში, მიმდინარე წლის განმავლობაში სარგებლობენ 30%-ის ფასდაკლებით; 1.2. პირები, რომლებიც რეგულარულად ინფორმაციის მიღების თაობაზე გააფორმებენ ხელშეკრულებას არანაკლებ ერთი წლის ვადით. შეღავათის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები წინამდებარე წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქსტატის საბჭოს დადგენილებით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები