საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3622-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2023
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.021096
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3622-XIIIმს-Xმპ
01/11/2023
ვებგვერდი, 22/11/2023
020000000.05.001.021096
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/06/2024 - 05/09/2024)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 461 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 467−4611 მუხლები:

„მუხლი 467. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეუტყობინებლობა ან შესაბამისი ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა

1. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ კომპეტენტური უწყებისთვის შეუტყობინებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 8. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან შესაბამისი ჩანაწერის წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა ან იმავე კანონებით გათვალისწინებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა

1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტის შეუდგენლობა ან შესაბამისი ჩანაწერის წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 9. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადამიანის ორგანოს დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესების დარღვევა

1. სათანადო პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადამიანის ორგანოს დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის დახასიათების, ადამიანის ორგანოს დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 46 10. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა

1. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა (გარდა სალიცენზიო/სანებართვო პირობის დარღვევისა ან ამ კოდექსის 467−469 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევისა) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

მუხლი 46 11. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით)

1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის (გარდა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებებისა) რეკლამა მასობრივი ინფორმაციის ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−46-ე, 462−464, 467−4611, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594, 15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 16512−16523, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 1816, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4308 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.

4. 239-ე მუხლის:

ა) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კოდექსის 442, 443, 445, 447−4411, 462−464 და 467−4611 მუხლებით, 1557 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებითა და 15511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“;

ბ) 42-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 3 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2023 წ.

N3622-XIIIმს-Xმპ