დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 411 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024244 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/10/2023 - 29/12/2023)
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული
აქტების
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე
-20 მუხლის
მე
-4 პუნქტის
, „საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
− საქართველოს
კონკურენციის
ეროვნული
სააგენტოს
დებულების
დამტკიცების
შესახებ
“ საქართველოს
მთავრობის
2014 წლის
14 აპრილის
№288 დადგენილებაში
(www.matsne.gov.ge, 14/04/2014, 040030000.10.003.017908) შეტანილ
იქნეს
ცვლილება
და
დადგენილებით
დამტკიცებული
დებულების
:
1. პირველი მუხლის პირველი – მე -4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სსიპ − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო ) არის „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი . 2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა , აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა , გამოვლენა და აღკვეთა . ამასთანავე , სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას , მისი უფლებების დარღვევის პრევენციას , დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობასა და დარღვევებზე სათანადო რეაგირებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “ და „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონებით დადგენილი წესით . 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით , „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონით , „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ “ საქართველოს კანონით , „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონით , „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონით , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით . 4. სააგენტოს , მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად , ჰყავს თავმჯდომარე , რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილის , სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს .“. 2. მე -2 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. სააგენტო უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების საჯაროობას , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვით .“. 3. მე -3 მუხლის : ა ) პირველი პუნქტის : ა .ა ) „ე 2“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე 3“ ქვეპუნქტი : „ე 3. „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება ;“; ა .ბ ) „ზ “ – „ი “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ზ ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან , სხვა ქვეყნების კონკურენციის , მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებთან თანამშრომლობა ; თ ) სახელმწიფო ხელისუფლების , ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების , მუნიციპალიტეტის ორგანოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის , მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური პოლიტიკის სრულყოფის , აგრეთვე ორგანიზაციულ -სამართლებრივი , ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით ; ი ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის , კონკურენციის პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების , ასევე ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების , მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისა და ამოცანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება , სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა .“; ბ ) მე -2 პუნქტის „ჰ 4“ და „ჰ 5“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ჰ 4) მონაწილეობა მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში ; ჰ 5) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით , მათ შორის , „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონით , „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ “ საქართველოს კანონით , „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები .“. 4. მე -4 მუხლის : ა ) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე .“; ბ ) მე -4 პუნქტის : ბ .ა ) „ა 2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ა 2) უფლებამოსილია , განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭება თავმჯდომარის მოადგილის , სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებისა და მათი მოადგილეებისთვის ;“; ბ .ბ ) „გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „გ ) განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის , სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს ;“; გ ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს , მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში . სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში , მის უფლებამოსილებას ასრულებს მოადგილე , ხოლო იმავდროულად ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს ერთ -ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი .“. 5. მე -5 მუხლის : ა ) პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. სააგენტოს ცენტრალური აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს : ა ) ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტი ; ბ ) იურიდიული დეპარტამენტი ; გ ) ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტი ; დ ) სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი ; ე ) ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტი ; ვ ) მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტი ; ზ ) კომუნიკაციების დეპარტამენტი ; თ ) სასწავლო კვლევითი ცენტრი ; ი ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი . 2. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედის სააგენტოს აუდიტორი . იგი დამოუკიდებელია და ექვემდებარება პირდაპირ სააგენტოს თავმჯდომარეს .“; ბ ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი , რომელსაც შესაძლებელია , ჰყავდეს მოადგილე . სასწავლო კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი , რომელსაც შესაძლებელია , ჰყავდეს მოადგილე .“; გ ) მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „6. ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია : ა ) სააგენტოს საქმისწარმოება და არქივის წარმოება ; ბ ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება , განხორციელება და ადამიანური რესურსების მართვა ; გ ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სისტემის მართვა ; დ ) ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევის მიზნით , კონკურსის ორგანიზება და განხორციელება ; ე ) სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა ; ვ ) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის , სამუშაო აღწერილობების , შინაგანაწესის პროექტის , შიდა პროცედურებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება ; ზ ) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა -ანგარიშგება და ფინანსების მართვა ; თ ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ; ი ) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა ; კ ) შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული , სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება ; ლ ) კომპეტენციის ფარგლებში , ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ; მ ) კომპეტენციის ფარგლებში , საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნების პროცესში მონაწილეობა ; ნ ) სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა ; ო ) კომპეტენციის ფარგლებში , ოფიციალური მიღებების , საქმიანი ვიზიტების , სააგენტოსა და საზოგადოების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს შორის დიალოგისა და სამსახურებრივი შეხვედრების მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა , კომპეტენციის ფარგლებში , მათ ორგანიზებაში მონაწილეობა ; პ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ; ჟ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ; რ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“; დ ) მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „7. ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია : ა ) ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები , დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ) გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მოკვლევის წარმოება , საჩივრების /განცხადებების განხილვა , შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება ; ბ ) სახელმწიფო ხელისუფლების , ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების , მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება ; გ ) ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტების შესწავლა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება ; დ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის პროექტის მომზადება ; ე ) კონკრეტულ სასაქონლო /მომსახურების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში , სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე საკითხის დასმა მოკვლევის დაწყების თაობაზე ; ვ ) დეპარტამენტში შემოსული წერილების , განცხადებების , საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა ; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება ; ზ ) კომპეტენციის ფარგლებში , კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან /და კონსულტაციების გაწევა ; თ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ; ი ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ; კ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“; ე ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია : ა ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ; ბ ) ნორმატიული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება ; გ ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა ; დ ) „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა ; ე ) სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების , მათ შორის , ინსტრუქციების , პროცედურული სახელმძღვანელოების , მეთოდური მითითებებისა და გზამკვლევი დოკუმენტების პროექტების მომზადება ; ვ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოში შემოსული წერილების , განცხადებების , საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვაში მონაწილეობა ; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება ; ზ ) სასამართლოში წარსადგენი შუამდგომლობების მომზადება და ამ პროცესში სააგენტოს წარმომადგენლობა ; თ ) კომპეტენციის ფარგლებში , კონკურენციის , მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ; ი ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა ; კ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის , სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება , დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება ; ლ ) სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების /მემორანდუმებისა და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა ; მ ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ; პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა და გამოქვეყნების უზრუნველყოფა ; ნ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ; ო ) კომპეტენციის ფარგლებში , საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა ; პ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ; ჟ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“; ვ ) მე -9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „9. სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია : ა ) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგის პროცესის წარმართვა და მონიტორინგის ანგარიშის პროექტების მომზადება ; ბ ) სასაქონლო და მომსახურების ბაზრების ანალიზი , კონკურენტული გარემოს შეფასება , დარგობრივი და თემატური კვლევები ; გ ) ანალიტიკურ მონაცემთა ბაზების შექმნა და განახლება ; დ ) გასაცემი სახელმწიფო დახმარების „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონის დებულებებთან შესაბამისობის დადგენა და სათანადო დასკვნის პროექტის მომზადება ; გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების რეესტრის წარმოება ; ე ) განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის თაობაზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება ; კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული სტრუქტურული ან /და ქცევითი ხასიათის ღონისძიების განხილვა და პოზიციის შემუშავება ; ვ ) სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების გამოსავლენად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და ამგვარი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ; ზ ) „კონკურენციის შესახებ “ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაწყებულ მოკვლევაში მონაწილეობა ; თ ) დეპარტამენტში შემოსული წერილების , განცხადებების , საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა ; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება ; ი ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ; კ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ; ლ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“; ზ ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „91. ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია : ა ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ან ასეთი ტარიფის შემოღების მიზანშეუწონლობის დადგენის მიზნით შესწავლის წარმოება , შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა ; ბ ) სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის გადახედვის ან გაუქმების მიზნით შესწავლის წარმოება , შესაბამისი დასკვნის მომზადება და ამ დასკვნის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა ; გ ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა ; დ ) ადმინისტრაციული ორგანოებისგან , დაინტერესებული პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა ; ე ) ექსპორტიორის მიერ წერილობითი ფორმით აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულების განხილვა , შესაბამისი წინასწარი დასკვნის მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა ; ვ ) დეპარტამენტში შესული წერილების , განცხადებების , საჩივრებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა ; მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება ; ზ ) კომპეტენციის ფარგლებში , საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა ; თ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების , მათ შორის , ინსტრუქციების , პროცედურული სახელმძღვანელოების , მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება ; ი ) კომპეტენციის ფარგლებში , ანტიდემპინგური კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან /და კონსულტაციების გაწევა ; კ ) ანტიდემპინგურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის , სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება , დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება ; ლ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ; მ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა ; ნ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ; ო ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“; თ ) 92 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „92. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატის ძირითადი ფუნქციებია : ა ) სახელმწიფო შესყიდვებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურების წარმართვა ; ბ ) დავების განხილვის საბჭოს სხდომების ორგანიზება , სხდომის ოქმების შედგენა , აღრიცხვა და შენახვა ; გ ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში , სხვა დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის წარმოება ; მათ შორის , საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ; დ ) დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის , აგრეთვე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის საბჭოს შემადგენლობიდან არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების პროექტების მომზადება ; ე ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლობა ; ვ ) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების , მათ შორის , ინსტრუქციების , პროცედურული სახელმძღვანელოების , მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება ; ზ ) დავების განხილვის საბჭოსა და საბჭოს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა , ასევე , პროაქტიული ინფორმაციის თავმოყრა ; თ ) დავების განხილვის საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის , სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება , დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება ; ი ) კომპეტენციის ფარგლებში , ოფიციალური მიღებების , საქმიანი ვიზიტებისა და სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება ; კ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან , სხვა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან , საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის ორგანიზება , კორესპონდენციის მომზადება და კომუნიკაცია ; ლ ) საერთაშორისო ფორუმების , სასწავლო პროგრამების , კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება ; დავების განხილვის საბჭოს წევრთა და აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობის უზრუნველყოფა ; ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და სისტემატიზაცია ; მ ) კომპეტენციის ფარგლებში , არქივის წარმოება ; ნ ) კომპეტენციის ფარგლებში , მის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ; ო ) დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება ; პ ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 236 მუხლით განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული მოდულის , ხსენებული კანონის მოთხოვნების შესაბამისად გამოყენება ; ჟ ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონით , „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ “ საქართველოს კანონით , საბჭოს რეგლამენტით , ეროვნული კანონმდებლობითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება .“; ი ) 93 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „93. მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია : ა ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “ და „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება ; ბ ) მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე სააგენტოში შესული განცხადებების განხილვა და მომხმარებლების ჯგუფის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება ; გ ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “, ასევე „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შესწავლის პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება ; დ ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მონიტორინგი და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოვაჭრის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში , მოვაჭრისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება ; ე ) ადმინისტრაციული ორგანოებისგან , განმცხადებლისგან , მოვაჭრისგან და სხვა შესაბამისი პირებისგან შესწავლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა , ახსნა -განმარტებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება ; ვ ) დეპარტამენტში შემოსული წერილებისა და სხვა კორესპონდენციის განხილვა , მათზე შესაბამისი რეაგირება და საპასუხო კორესპონდენციის მომზადება ; ზ ) ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მომზადება ; თ ) კომპეტენციის ფარგლებში , საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა ; ი ) საჭიროების შემთხვევაში , მოვაჭრისგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სასამართლოსათვის წარსადგენი შუამდგომლობების მომზადება ; კ ) კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების , მათ შორის , ინსტრუქციების , პროცედურული სახელმძღვანელოების , მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება ; ლ ) მომხმარებლის უფლებების დაცვის და ელექტრონული კომერციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება ან /და კონსულტაციების გაწევა ; მ ) მომხმარებლის უფლებების დაცვასა და ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის , სასამართლოს გადაწყვეტილებების მოძიება , დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება ; ნ ) კომპეტენციის ფარგებში , შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და ანალიზი ; ო ) მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომერციის საკითხებზე მარეგულირებელ ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობა ; პ ) საჭიროების შემთხვევაში , დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის მიწოდება ; ჟ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა ; რ ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ “ და „ელექტრონული კომერციის შესახებ “ საქართველოს კანონებით , შესაბამის სფეროებში მოქმედი სამართლებრივი აქტებითა და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება ; ს ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ; ტ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“; კ ) 94 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „94. კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია : ა ) სააგენტოს მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება ; ბ ) კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება , მისი განხორციელების მართვა და პერიოდული განახლება ; სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება ; გ ) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის დაგეგმვა , კოორდინაცია და ამ მიზნით კონკრეტული აქტივობების ორგანიზება ; დ ) პრესკონფერენციების , ინტერვიუების , ბრიფინგების , კონფერენციების , ოფიციალური მიღებებისა და სხვა სახის შეხვედრების ორგანიზება ; ე ) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების , განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მათი მიწოდება ; ვ ) სააგენტოს ბრენდინგის შემუშავება , სააგენტოს თავმჯდომარისათვის დასამტკიცებლად წარდგენა და მისი დაცვის უზრუნველყოფა ; ზ ) პრესისა და მედიის მიმოხილვისა და ანალიზის მომზადება ; თ ) სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება /განთავსება ; ი ) სააგენტოში შემოსულ ზარებზე რეაგირება ; დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება და ზარებზე რეაგირების (მომსახურების გაწევის ) მონიტორინგი ; კ ) სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სტანდარტის შემუშავება და მისი დაცვის მონიტორინგი ; ლ ) სააგენტოში შემოსული ზარების მიხედვით აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით პასუხების ჩამოყალიბება ; მ ) საზღვარგარეთის ქვეყნებში სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური და (სამუშაო ან /და სასწავლო ) ვიზიტების ორგანიზება ; ნ ) კომპეტენციის ფარგლებში , საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების , საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება ; ო ) საერთაშორისო ფორუმების , სასწავლო პროგრამების , კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მოძიება , მათში მონაწილეობის ორგანიზება და ღონისძიებებზე მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია ; პ ) სააგენტოს კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება , მათთან თანამშრომლობის დამყარება , ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარისათვის წინადადებების წარდგენა ; ჟ ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიების შემუშავება და ამ თანამშრომლობის პროცესის წარმართვა /კოორდინაცია ; რ ) დონორი ორგანიზაციების მიერ სააგენტოს მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება ; ს ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი შიდა /საერთაშორისო პროექტების /სემინარების /კონფერენციების /ფორუმების და სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ; ტ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ; უ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“; ლ ) 94 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 95 პუნქტი : „95. სასწავლო კვლევითი ცენტრის ძირითადი ფუნქციებია : ა ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პროგრამების სტრატეგიის განსაზღვრა /შემუშავება ; ბ ) პროფესიული განვითარების , სასწავლო პროგრამების , ტრენინგების კონკრეტული მიმართულებების საჭიროებათა კვლევა , შედეგების ანალიზი და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენა ; გ ) სააგენტოს თანამშრომელთათვის პროფესიული განვითარების , სასწავლო პროგრამების , ტრენინგების ორგანიზება , მათი ხარისხის კონტროლი , ეფექტიანობის შეფასება , რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა ; დ ) დაინტერესებული პირების პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სპეციალური სასწავლო კურსების /პროგრამების შემუშავება და განხორციელება ; ე ) გარე ტრენერების შესახებ ინფორმაციის მოძიება , შეფასება და მათი შერჩევის მიზნით სააგენტოს თავმჯდომარისათვის წინადადებების წარდგენა ; ვ ) სასწავლო პროგრამების , კურსებისა და ტრენინგების მასალების აღრიცხვა , მათი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა , თემატური დაარქივება და საინფორმაციო ბაზის მართვა ; ზ ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევითი პროგრამების საჭიროების განსაზღვრა , მათი შემუშავება და განხორციელება ; თ ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე კვლევების ორგანიზება , ჩატარება , სამეცნიერო -საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება და განხორციელება ; ი ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ; კ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“; მ ) მე -13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „13. აუდიტორის ძირითადი ფუნქციებია : ა ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შიდა მონიტორინგი ; ბ ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა და სააგენტოს შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი ; შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე დისციპლინური წარმოების ჩატარება , დასკვნის შედგენა და სააგენტოს თავმჯდომარისათვის წარდგენა ; გ ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ კანონიერების , დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის კონტროლი ; სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა , ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება ; დ ) სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან სამართალდარღვევებისა და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ; რისკფაქტორების გამოვლენა , ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ; ე ) სააგენტოს თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და მათზე შესაბამისი რეაგირება ; ვ ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის პროცესის ხელშეწყობისათვის ; ზ ) რისკების მართვის პოლიტიკის სისტემის შემუშავება და სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება ; თ ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის , ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება ; ი ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის , სიზუსტისა და სისრულის შეფასება ; კ ) სააგენტოს აქტივების , სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ; ლ ) სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი ; არსებული /მოსალოდნელი დარღვევების ან /და ხარვეზების ანალიზი , მათზე შესაბამისი რეაგირება ან /და პრევენცია ; მ ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება ; ნ ) სააგენტოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება .“. 6. მე -8 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ა ) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა , რომელიც , სხვა საიდუმლოებებთან ერთად , შეიძლება , შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებას , საბანკო საიდუმლოებას ან /და საგადასახადო საიდუმლოებას ;“. 7. მე -9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 9. ინტერესთა კონფლიქტი 1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროფესიული საქმიანობის , შეფასების განხორციელებისას და გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთაგან /დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს . 2. თუ სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის , რომლის მიმართაც სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს , არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -19 მუხლით ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები , სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს . 3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას , რომელმაც შეიძლება , გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობასა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე . 4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას . 5. პირი , რომლის საქმეც იხილება , უფლებამოსილია , აცილება მისცეს სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს , თუ ეს პირი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით .“.
|
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები და მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 8 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები