„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024367
534
29/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
040030000.10.003.024367
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №534

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის №411 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 ოქტომბრის №411 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/10/2023, 040030000.10.003.024244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პირველი მუხლის პირველი – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სსიპ − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და დაცვა, აგრეთვე, ამ მიზნით, ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთანავე, სააგენტო ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის პოლიტიკას „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, მისი უფლებების დარღვევის პრევენციას, დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობასა და დარღვევებზე სათანადო რეაგირებას, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესით.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. სააგენტოს, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილის, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი