მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 11/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.22.027.007.005
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17
11/01/2005
სსმ, 2, 11/01/2005
040.050.000.22.027.007.005
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (11/01/2005 - 17/02/2005)

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.22.027.007.005

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №17

2005 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების შესახებ

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (დანართი №1), შემოქმედებითი კავშირის (დანართი №2), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის (დანართი №3), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) (დანართი №4), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) (დანართი №5) სარეგისტრაციო მოწმობების ნიმუშები შემდეგი აღწერილობით:

ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ცარცის 200 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია შინდისფერი ფერის ოთხგვერდიან მოწმობას, ზომები 240X160მმ (ცდომილება + 0,7მმ), 3 დამცავი ნიშნით. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს გერბი, მოწმობის დასახელება და სიტყვა ,,საქართველო”. მოწმობის შიდა მეორე გვერდზე გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა წარწერით „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. მოწმობის შიდა მესამე გვერდზე მოცემულია ჩანაწერი რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ შემდეგი მონაცემების შესატანად: რეგისტრაციის მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის დასახელება, სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი და ნომერი, სახელწოდება (შემოკლებული დასახელება), ხელმძღვანელი ორგანო, იურიდიული მისამართი, საქმიანობის მიზნები (ამოცანები). ამავე გვერდზე სრულდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირის ხელმოწერა და ესმევა სათანადო ბეჭედი. მოწმობის მეოთხე გვერდი თავისუფალია და მასზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი.

ბ) შემოქმედებითი კავშირის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ცარცის 200 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ცისფერი ფერის ოთხგვერდიან მოწმობას, ზომები 240X160მმ (ცდომილება + 0,7მმ), 3 დამცავი ნიშანით. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს გერბი, მოწმობის დასახელება და სიტყვა ,,საქართველო”. მოწმობის შიდა მეორე გვერდზე გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა წარწერით „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. მოწმობის შიდა მესამე გვერდზე მოცემულია ჩანაწერი რეგისტრირებული შემოქმედებითი კავშირის შესახებ შემდეგი მონაცემების შესატანად: რეგისტრაციის მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის დასახელება, სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი და ნომერი, სახელწოდება (შემოკლებული დასახელება), ხელმძღვანელი ორგანო, იურიდიული მისამართი, საქმიანობის მიზნები (ამოცანები). ამავე გვერდზე სრულდება შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირის ხელმოწერა და ესმევა სათანადო ბეჭედი. მოწმობის მეოთხე გვერდი თავისუფალია და მასზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი;

გ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ცარცის 200 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ნაცრისფერი ფერის ოთხგვერდიან მოწმობას, ზომები 240X160მმ (ცდომილება + 0,7მმ), 3 დამცავი ნიშანით. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს გერბი, მოწმობის დასახელება და სიტყვა ,,საქართველო”. მოწმობის შიდა მეორე გვერდზე გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა წარწერით „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. მოწმობის შიდა მესამე გვერდზე მოცემულია ჩანაწერი რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის შესახებ შემდეგი მონაცემების შესატანად: რეგისტრაციის მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის დასახელება, სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი და ნომერი, სახელწოდება (შემოკლებული დასახელება), წესდების მიღების თარიღი, ხელმძღვანელი ორგანო, დამფუძნებელთა და გამგეობის წევრთა ვინაობა, იურიდიული მისამართი, საქმიანობის მიზნები (ამოცანები). ამავე გვერდზე სრულდება კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირის ხელმოწერა და ესმევა სათანადო ბეჭედი. მოწმობის მეოთხე გვერდი თავისუფალია და მასზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი;

დ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ცარცის 200 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ თეთრი ფერის ოთხგვერდიან მოწმობას, ზომები 240X160მმ (ცდომილება + 0,7მმ), 3 დამცავი ნიშანით. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს გერბი, მოწმობის დასახელება და სიტყვა ,,საქართველო”. მოწმობის შიდა მეორე გვერდზე გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა წარწერით „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. მოწმობის შიდა მესამე გვერდზე მოცემულია ჩანაწერი რეგისტრირებული ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) შესახებ შემდეგი მონაცემების შესატანად: რეგისტრაციის მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის დასახელება, სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი და ნომერი, სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საქმიანობის მიზნები (ამოცანები), დამფუძნებელი ორგანიზაციის სახელწოდება და იურიდიული მისამართი. ამავე გვერდზე სრულდება ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირის ხელმოწერა და ესმევა სათანადო ბეჭედი. მოწმობის მეოთხე გვერდი თავისუფალია და მასზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი;

ე) უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ცარცის 200 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ იასამნისფერი ფერის ოთხგვერდიან მოწმობას, ზომები 240X160მმ (ცდომილება + 0,7მმ), 3 დამცავი ნიშანით. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს გერბი, მოწმობის დასახელება და სიტყვა ,,საქართველო”. მოწმობის შიდა მეორე გვერდზე გამოსახულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა, წარწერით „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“. მოწმობის შიდა მესამე გვერდზე მოცემულია ჩანაწერი რეგისტრირებული უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) შესახებ შემდეგი მონაცემების შესატანად: რეგისტრაციის მოწმობის ნომერი, რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის დასახელება, სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი და ნომერი, სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საქმიანობის მიზნები (ამოცანები), დამფუძნებელი ორგანიზაციის სახელწოდება და იურიდიული მისამართი. ამავე გვერდზე სრულდება უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირის ხელმოწერა და ესმევა სათანადო ბეჭედი. მოწმობის მეოთხე გვერდი თავისუფალია და მასზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი.

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციის დოკუმენტაციაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული იმ ცვლილებების შემთხვევაში, რომელიც იწვევს მათ სარეგისტრაციო მოწმობებში ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შენარჩუნებით, გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა სიტყვის „ცვლილება“ მითითებით და ჩამოირთმევა და განადგურდება ადრე გაცემული შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობა.

3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში შესაბამისი განცხადებისა და დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების თაობაზე სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობის დუბლიკატი, სარეგისტრაციო მოწმობაზე შესაბამისი მინაწერით.

4. ამ ბრძანებით დამტკიცებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობები მიჩნეულ იქნეს შესაბამისი სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელ ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტად 2006 წლის 1 იანვრიდან.

5. 2006 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობები.

6. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის მოწმობების გადაცვლა ამ ბრძანებით დამტკიცებულ ფორმებზე განხორციელდეს ეტაპობრივად 2006 წლის 1 იანვრამდე.

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (გ. შონვაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, შემოქმედებითი კავშირის, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ფონდის, ფონდის ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო მოწმობების დამზადებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

8. ეს ბრძანება, გარდა მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

9. ამ ბრძანების მე-7 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

პირველი გვერდი

saqarTvelo

მოქალაქეთა პოლიტიკური

გაერთიანების რეგისტრაციის

მოწმობა

მეორე გვერდი

დანართი №1

მესამე გვერდი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის

მოწმობა

  ოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება

( შემოკლებული დასახელება )_________________________

____________________________________________________

რეგისტრირებულია   ,, ___ “ ,, _____________ “ 200  .

საქართველოს    იუსტიციის   მინისტრის ბრძანება № ____

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი

ორგანო ____________________________________________

იურიდიული მისამართი ____________________________

____________________________________________________

საქმიანობის მიზნები ( ამოცანები ) _____________________

____________________________________________________

____________________________________________________

საქართველოს იუსტიციის                          _______________

მინისტრი                                                           ხელმოწერა

მეოთხე  გვერდი

პირველი გვერდი

saqarTvelo

შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის

მოწმობა

მეორე გვერდი

დანართი №2

მესამე გვერდი

შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის

მოწმობა

შემოქმედებითი კავშირის სრული სახელწოდება

( შემოკლებული სახელწოდება ) _______________________

____________________________________________________

____________________________________________________

რეგისტრირებულია   ,, ___ “ ,, ____________ “ 200  .

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება № ______

შემოქმედებითი კავშირის უმაღლესი ორგანო __________

____________________________________________________

იურიდიული მისამართი _____________________________

____________________________________________________

საქმიანობის მიზნები და ამოცანები ___________________

____________________________________________________

____________________________________________________

საქართველოს იუსტიციის                          _______________

მინისტრი                                                           ხელმოწერა

მეოთხე  გვერდი

  პირველი გვერდი

saqarTvelo

კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული )

იურიდიული პირის ფონდის რეგისტრაციის

მოწმობა

მეორე გვერდი

დანართი №3

მესამე გვერდი

კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ფონდის  რეგისტრაციის

მოწმობა

ფონდის სახელწოდება   ____________________________

_____________________________________________

რეგისტრირებულია   ,, ___ “ ,, ____________ “ 200  .

საქართველოს    იუსტიციის   მინისტრის ბრძანება № ______

ფონდის ხელმძღვანელი ორგანო ________________________

____________________________________________________

წესდების მიღების თარიღი _________________________

დამფუძნებელთა და გამგეობის წევრთა ვინაობა ___________

  ____________________________________________________

____________________________________________________

იურიდიული მისამართი _______________________________

____________________________________________________

საქმიანობის მიზნები __________________________________

____________________________________________________

____________________________________________________

საქართველოს იუსტიციის                          _______________

მინისტრი                                                           ხელმოწერა

მეოთხე  გვერდი

პირველი გვერდი

saqarTvelo

კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული )

იურიდიული პირის - ფონდის   ფილიალის რეგისტრაციის

მოწმობა

მეორე გვერდი

დანართი №4

მესამე გვერდი

კერძო სამართლის არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის - ფონდის   ფილიალის ( წარმომადგენლობის ) რეგისტრაციის

მოწმობა

ფონდის ფილიალის ( წარმომადგენლობის ) სახელწოდება __________

_______________________________________________________________

იურიდიული მისამართი ________________________________________

_______________________________________________________________

რეგისტრირებულია   ,, ___ “ ,, ____________ “ 200  .

საქართველოს    იუსტიციის   მინისტრის ბრძანება № __________

დამფუძნებელი ორგანიზაციის სახელწოდება და იურიდიული

მისამართი ____________________________________________________

_______________________________________________________________

_______________________________________________________________

საქმიანობის მიზნები ___________________________________________

_______________________________________________________________

_______________________________________________________________

საქართველოს იუსტიციის                                               _______________

მინისტრი                                                                                ხელმოწერა

მეოთხე  გვერდი

პირველი გვერდი

saqarTvelo

უცხო ქვეყნის არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის ფილიალის ( წარმომადგენლობის რეგისტრაციის

მოწმობა

მეორე გვერდი

დანართი №5

მესამე გვერდი

უცხო ქვეყნის არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის ფილიალის ( წარმომადგენლობის ) რეგისტრაციის

მოწმობა

ფილიალის ( წარმომადგენლობის ) სახელწოდება ____________-

________________________________________________________

იურიდიული მისამართი _________________________________

________________________________________________________

რეგისტრირებულია   ,, ___ “ ,, ____________ “ 200  .

საქართველოს    იუსტიციის   მინისტრის ბრძანება № ______

დამფუძნებელი ორგანიზაციის სახელწოდება და იურიდიული

მისამართი _____________________________________________

________________________________________________________

________________________________________________________

საქმიანობის მიზნები ____________________________________

________________________________________________________

________________________________________________________

საქართველოს იუსტიციის                                 _______________

მინისტრი                                                                  ხელმოწერა

მეოთხე  გვერდი